ბიზნესი
28/03/2023

Creadora საექსპორტო ბაზრის გაფართოებაზე მუშაობს

ტყავის ჩანთებისა და აქსესუარების ქართული ბრენდი, Creadora საექსპორტო ბაზრის გაფართოებაზე მუშაობს. ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ ბრენდის კრეატიულმა დირექტორმა, დავით ვაშაკიძემ განუცხადა.

ვაშაკიძის ინფორმაციით, აქამდე კომპანია საცალო გაყიდვებს აშშ-ს, კანადისა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ახორციელებდა, თუმცა მილანში გამართული გამოფენის შემდეგ, რომელშიც ბრენდი "აწარმოე საქართველოს" მხარდაჭერით მონაწილეობას იღებდა, აქტიური მოლაპარაკებები გერმანიისა და ამერიკის შეერთებული შტატების მსხვილ შემსყიდველებთან დაიწყო.

კომპანი  ექსპორტს უახლოეს მომავალში სწორედ ამ მიმართულებით გეგმავს.

„ბრენდის პოპულარიზაციისთვის აქტიურად ვიღებთ საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას.

ყველაზე დაბალი ფასი ჩვენს კოლექციაში იწყება 25 ლარიდან, რის გამოც  საკმაოდ მაღალი  ხელმისაწვდომობა გვაქვს, ამავდროულად  მაღალბიუჯეტიანი კოლექციებიც გვაქვს, თუკი მომხმარებელი უნიკალური და რთული დიზაინებით არის დაინტერესებული. „- აღნიშნავს ვაშაკიძე.

აღსანიშნავია, რომ კომპანია პროდუქციის წარმოებაში იტალიური და თურქული წარმოების ტყავს იყენებს.

შეგახსენებთ, CREADORA ბაზარზე  2019 წლის  მარტიდანაა წარმოდგენილი. კომპანიის საკოლექციო ხაზი მოიცავს ხელით შექმნილ ტყავის ჩანთებსა და აქსესუარებს.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023