ბიზნესი
24/12/2020

DADE–ს ბოლო ორ კვირაში 8000 რეგისტრირებული მომხმარებელი შეემატა

DADE ელექტრონული კომერციის მობაილ აპლიკაციაა, რომელიც მოხმარებლებს საშუალებას აძლევს გაყიდონ, იყიდონ ან გააჩუქონ ნებისმიერი ნივთი, აღმოაჩინონს საინტერესო მაღაზიები მარტივად და უსწრაფესად.

DADE–ს დამფუძნებელი თეა ქრისტესიაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნავს, რომ მომხმარებლებს, რომლებსაც განსაკუთრებული და საინტერესო ნივთების შეძენა სურთ, შეუძლიათ მარტივად იპოვონ მათთან ყველაზე ახლოს მყოფი seller-ები და პირდაპირ დაუკავშირდნენ მათ აპლიკაციაში ჩაშენებული მესენჯერით.

„DADE-ს იდეა 2018 წელს გაჩნდა, აპლიკაციაზე მუშაობა ქართულ IT კომპანია Lemondo-ს გუნდთან ერთად დავიწყეთ და 2020 წლის იანვარში მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გავხადეთ. ამ პერიოდს დაემთხვა პანდემია, შესაბამისად, მარკეტინგული აქტივობებისგან თავი შევიკავეთ. ვაკვირდებოდით მომხმარებლის ქცევას, დავხვეწეთ აპლიკაცია და სულ რაღაც ერთი თვეა, რაც აქტიურად გამოვჩნდით. DADE-ს უკვე 20 000 რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს და გადმოწერილი კიდევ უფრო მეტს აქვს. აქედან, ბოლო ორ კვირაში 8000 ადამიანი შემოგვიერთდა. პროექტი კერძო ინვესტიციით განხორცილედა და მისი ღირებულება 50 000$ –ია.“– აღნიშნავს თეა ქრისტესიაშვილი.

მობაილ აპლიკაცია,  Android და IOS სისტემებზეა გათვლილი, მომხმარებელს შეუძლია გაყიდოს ყველაფერი, სამოსი, ტექნიკა, წიგნები, ხელოვნების ნიმუშები, და ა.შ შეზღუდვა არის მხოლოდ  საკვებ პროდუქბზე, უძრავ ქონებაზე, მანქანებზე და სააფთიაქო ხაზზე, გარდა თავის მოვლისა. 

„DADE გამოირჩევა იმით, რომ არ მოიცავს მხოლოს ერთ კონკრეტულ მმიმართულებას. ასევე არ გვაქვს საკომისიო, სრულიად უფასოდაა შესაძლებელი ყიდვა–გაყიდვა. არ ვიღებთ მონაწილეობას გაყიდვის პროცესში. ახლახანს დავამატეთ დარეკვის ფუნქცია, მომხმარებლებს შეუძლიათ ერთმანეთთან კომუნიკაცია.

მომავალში გვინდა მონაწილეობა მივიღოთ დაფინანსების პროგრამებში და კიდევ უფრო განვავითაროთ, უფრო მეტი ფუნქცია დავამატოთ და დავხვეწოთ აპლიკაცია. იმისათვის რომ ჩვენი ყველა გეგმა განვახორციელოთ, ორჯერ იმდენი თანხაა საჭირო რაც უკვე დავხარჯეთ. სურვილი გვაქვს საქართველოს ფარგლებს გავცდეთ, მხოლოდ მას სემდეგ რაც საქართველოში მყარად დავიკავებთ პოზიციას.“– აღნიშნავს DADE-ს დამფუძნებელი.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023