ბიზნესი
31/01/2023

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ BAG-ს გამორჩეული პარტნიორის ჯილდო გადასცა

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს 2022 წლის ანგარიშის წარდგენაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ ორგანიზაციებსა და პარტნიორებს, რომლებმაც გასული წლის განმავლობაში ნაყოფიერად ითანამშრომლეს სააგენტოსთან, რომელთა შორის საქართველოს ბიზნეს ასოციაცია დასახელდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორ ორგანიზაციებთან, ერთ-ერთი და გამორჩეული გახლავთ სწორედ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, ვინაიდან სააგენტოს აქვს სპეციფიური სერვისები, რომელსაც ის სთავაზობს დამსაქმებელებს და BAG, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ამ ინფორმაციის მიწოდებას ბიზნესისა და მისი წევრი კომპანიებისთვის.

როგორც მოგეხსენებათ, BAG ინდექსის თანახმად, ბიზნესის კეთების ერთ-ერთ მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად სახელდება კადრების დეფიციტი, რაც საჭიროებს შესაბამის რეაგირებასა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმას. აქედან გამომდინარე, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მაქსიმალურად ცდილობას კავშირების დამყარებას, ისეთ პარტნიორ ორგანიზაციებთან, რომლებსაც აქვთ რესურსები, არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთან, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ადამიანური რესურსების მოძიება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება და შესაბამისი საკომუნიკაციო პლატფორმების შექმნა. სახელმწიფოსა და ბიზნეს სექტორის საერთო გამოწვევაა კადრების დეფიციტი, რასაც ადასტურებს BAG ინდექსის კვლევის შედეგები, აღნიშნული კი მოითხოვს ეფექტიან კომუნიკაციასა და კოორდინირებულ მუშაობას. ჩვენთვის პატივია დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს გამორჩეულ პარტნიორად დასახელება, რისთვისაც კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მადლიერებას“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023