ბიზნესი
16/08/2023

დათვიანი რანჩო: წლევანდელ სეზონზე 100%-იანი დატვირთვით ვმუშაობთ

ტურისტული ობიექტი "დათვიანი რანჩო“ 100%-იანი დატვირთვით მუშაობს. 

როგორც "ბიზნესპარტნიორს“ "დათვიანი რანჩოს“ თანადამფუძნებელმა ივანე მინდორაშვილმა განუცხადა, იმის მიუხედავად, რომ კოტეჯი რუსი სტუმრების მასპინძლობაზე უარს ამბობს, ტურისტული ობიექტი მთელი სეზონის განმავლობაში მუშაობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს.  

"ძირითადად ადგილობრივი სტუმრები გვყავს, თუმცა ხშირია ტურისტები აღმოსავლეთის ქვეყნებიდან, მაგალითად გაერთიანებული საემიროებიდან, ასევე ჩინეთიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან,“ - აცხადებს მინდორაშვილი.

ამ ეტაპზე ობიექტზე ორი კოტეჯია განთავსებული, რომელიც სრულადაა კეთილმოწყობილი და თითო კოტეჯს მაქსიმუმ 4 ადამიანის მასპინძლობა შეუძლია.

რაც შეეხება გამოწვევებს, ივანე მინდორაშვილის თქმით, პრობლემაა კოტეჯამდე მისასვლელი გზა, რომელიც ხშირად რეაბილიტაციას საჭიროებს. გამოწვევაა ასევე კადრები.

ტურისტული ობიექტი „დათვიანი რანჩო“ ბაზარზე გასული წლის ზამთარში გაიხსნა და ცხვარიჭამიაში, ზოოლოგიურ ცენტრთან მდებარეობს.  

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023