ბიზნესი
28/07/2020

დავით საგანელიძე: რომანოვების სასახლის რესტავრაციის ფონდისთვის გადმობარება არ იქნება სწორი

რომელი უწყება განახორციელებს რომანოვების სასახლის რესტავრაციას ჯერ-ჯერობით უცნობია.

საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის განცხადებით, პროექტირების ეტაპი დასრულებულია და მასზე სამმა კომპანიამ იმუშავა. თუმცა, სასახლის რესტავრაცია და პარკის აღდგენა საპარტნიორო ფონდის პირდაპირ ამოცანებში არ შედის.

„რესტავრაციასა და პარკის აღდგენას, ალბათ საპარტნიორო ფონდი არ გააკეთებს, ეს ფონდის პირდაპირ ამოცანაში არ შედის. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, მოვიზიდოთ გრანტები ამ უნიკალური ძეგლის რეაბილიტაციისთვის. არის მეორე ვარიანტი, შეიძლება რომანოვების სასახლე გადაეცეს ძეგლთა დაცვის სააგენტოს ან ინფრასტრუქტურის სამინისტროს და შესაბამისად, მათი თანხებით მოხდეს რესტავრირება. თუ სახელმწიფო ჩვენ დაგვავალებს ამ ძეგლის რესტავრაციას ვფიქრობ, არ იქნება სწორი, რადგან ჩვენ მხოლოდ კომერციულ პროექტებზე ვართ მობილიზებული,“ - განაცხადა დავით საგანელიძემ.

შეგახსენებთ, ლიკანში რომანოვების სასახლის რეაბილიტაცია ჯერ კიდევ 2018 წელს დაანონსდა.
ბორჯომ-ლიკანის ტერიტორიაზე მდებარე რომანოვების სასახლე, ყოფილი სამთავრობო რეზიდენცია და მიმდებარე ტერიტორია განვითარებისთვის „საპარტნიორო ფონდს“ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მართვის უფლებით გადასცა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023