ბიზნესი
25/06/2020

დაზიანებული/გაფუჭებული საქონლის ჩამოწერა მარტივდება - როგორია პროცედურა

დაზიანებული/გაფუჭებული საქონლის ჩამოწერის პროცედურა მარტივდება. როგორც შემოსავლების სამინისტრო განმარტავს. ცვლილებები კერძო სექტორთან თანამშრომლობის შედეგად მომზადდა. 

ცვლილებების შედეგად, მნიშვნელოვნად მარტივდება გადასახადის ადმინისტრირების პროცესი, მცირდება ბიზნესის დანახარჯები და დრო. აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს ბიზნესს, განსაკუთრებით იმ კომპანიებს, რომლებმაც COVID-19 -ის პანდემიის გამო ახლა შეძლეს ბიზნეს პროცესების განახლება, მათ კიდევ უფრო შეუმსუბუქდებათ საგადასახადო ვალდებულებები, რაც დაეხმარებათ სწრაფად აღდგენაში და შემდგომ განვითარებაში.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, ბიზნესთან კონსულტაციების შედეგად მომზადებული ცვლილებებით, გადამხდელებისთვის რომლებსაც მოწესრიგებული აღრიცხვა აქვთ:

• სრულად უქმდება 100 ლარამდე ღირებულების დაზიანებული/გაფუჭებული საქონლის ჩამოწერის საფასური;

• იხვეწება დაზიანებული/გაფუჭებული საქონლის ჩამოწერის კრიტერიუმები - საზოგადოებრივი კვების ობიექტებს შეეძლებათ გამარტივებულად, საგადასახადო ორგანოს მხრიდან ადგილზე გასვლის, დათვალიერებისა და საფასურის გადახდის გარეშე, ჩამოწერონ დაზიანებული/გაფუჭებული საქონელი;

• დგინდება სურსათის დანაკარგების ოდენობა სავაჭრო ობიექტებისთვის, რომლებსაც მიეცემათ შესაძლებლობა, სურსათის რეალიზაციით მიღებული შემოსავლის 1%-ის ოდენობის დანაკარგი არ დაბეგრონ გადასახადებით.

აღსანიშნავია, რომ დაზიანებული/გაფუჭებული საქონლის ჩამოწერის პროცედურის გამარტივება ერთ-ერთია იმ საკითხებს შორის, რომლის გადაწყვეტაზეც მთავრობა ბიზნესთან ერთად აქტიურად მუშაობდა. აღნიშნული ინიციატივა სრულად ასახავს ბიზნესის ინტერესებს და შედგენილია სწორედ ბიზნესის მხრიდან დაყენებული წინადადებებისა და მოსაზრებების შესაბამისად.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023