ბიზნესი
04/11/2020

Delfos-ს პრემიუმ კლასის პროდუქციამ გაყიდვების სტაბილურობა შეუნარჩუნა

მულტიბრენდულ საიუველირო გალერეათა ქსელ Delfos-ს პანდემიამ გაყიდვები 15-20%-ით შეუმცირა. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ კირვალიძემ განუცხადა, ამის მიუხედავად კომპანია გარკვეულ ზღვარს, საკუთარი ლოიალური მომხმარებლის ხარჯზე ინარჩუნებს.

გაყიდვები შემცირდა დიდ სავაჭრო ქსელებში არსებულ კუნძულებზე, რაც შეეხება ბრენდულ მაღაზიებს, რეალიზაციის ზრდა შეინიშნება.

კირვალიძე აცხადებს, რომ კომპანიამ ბოლო პერიოდში პრემიუმ სეგმენტისთვის გათვლილი ბრენდებიც შემოიტანა და ეს სეგმენტი არის ის კატეგორია, რომელიც თანხას არ ზოგავს. შესაბამისად, Delfos-ს პრემიუმ კლასის პროდუქციამ  გაყიდვების სტაბილიურობა შეუნარჩუნა.

ნიკოლოზ კირვალიძის ინფორმაციით, პანდემიის პირობებში კომპანიამ ონლაინ მიწოდების სერვისიც აამოქმედა, თუმცა გაყიდვებში მას მინიმალური წილი აქვს.

Delfos-ის პირველი მაღაზია 2008 წელს გაიხსნა. დღეს კომპანია რეგიონების ჩათვლით 7 მაღაზიითაა წარმოდგენილი, მათ შორის 6-თბილისში, 1-ბათუმში.  

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023