ბიზნესი
12/11/2020

Delta Estate: უცხოელი ინვესტორები საქართველოში უძრავ ქონებას აქტიურად ყიდიან

საქართველოში, უძრავი ქონების  ბაზარი  ისევ რთულ ვითარებაშია. ქვეყნის  საინვესტიციო მიმზიდველობა უცხოელი ინვესტორებისთვის თანდათან მცირდება - გართულებულ ეპიდვითარებას და არსებულ შეზღუდვებს, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური  პროცესებიც ემატება.

ამის გათვალისწინებით,  უცხოელი ინვესტორები იმ უძრავი ქონების გაყიდვას  ცდილობენ, რომელიც გასულ წლებში შეიძინეს.  დახმარებისთვის ისინი უძრავი ქონების  საბროკერო კომპანიებს უკავშირდებიან.  ერთ-ერთი ასეთი Delta Estate-ია. 

კომპანიის გენერალური დირექტორი  ,,ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, რომ დღითიდღე იზრდება იმ უცხოელი ინვესტორების რაოდენობა, რომლებიც უკავშირდებიან და იმ უძრავი ქონების გაყიდვას სთხოვენ, რომელშიც  მათ კაპიტალი აქვთ დაბანდებული

"მას შემდეგ, რაც საქართველოში  ეპიდემიური ვითარება გართულდა, რასაც შეზღუდვების დაწესება და ეროვნული ვალუტის გაუფასურებაც დაემატა,  ჩვენს კომპანიას აქტიურად უკავშირდებიან  სხვადასხვა  ქვეყნიდან უცხოელი ინვესტორები და იმ უძრავი ქონების გაყიდვას სთხოვენ, რომლებიც მათ გასულ წლებში შეიძინეს.  მთავარი მიზეზი,  გაზრდილი რისკებია. მათთვის საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი აღარ არის ისეთი მიმზიდველი, როგორც ადრე იყო.  გამომდინარე იქიდან რომ საზღვრები ჩაკეტილია, თვითონ ვერ ახერხებენ ჩამოსვლას. ამიტომ ჩვენ  ვეხმარებით უძრავი ქონების გაყიდვაში და თანხას საბანკო ანგარიშზე ვურიცხავთ. თუმცა  გაყიდვების  კუთხით გარკვეული პრობლემები გვექნება, რადგან მათი უძრავი ქონება, უმეტეს შემთხვევაში, საკმაოდ  ძვირადღირებულია.  ქვეყანაში შექმნილი  რთული  ეკონომიკური ვითარების ფონზე კი, პრემიუმ კლასის უძრავ ქონებაზე  მოთხოვნა მნიშვნელოვნად შემცირებულია. ძირითადად მოთხოვნა დაბალფასიან უძრავ ქონებაზეა,“   -  ამბობს Deltaestate-ის  გენერალური  დირექტორი  ქამრან მიქელანი.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023