ბიზნესი
31/12/2020

დევი ხეჩინაშვილი: სადაზღვევო სექტორზე კოვიდის მეორე ტალღის შედეგები ჯერ კიდევ არ ასახულა

„კოვიდის მეორე ტალღის შედეგები ჯერ კიდევ წინ არის, სადაზღვევო სექტორის ხარჯი გაზრდილია,“- ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელმა განუცხადა.

დევი ხეჩინაშვილის განმარტებით, ცხრა თვის მონაცემები ჯამურად ნეგატიური არ იყო, რაც დადებითად უნდა შეფასდეს, თუმცა სამი კვარტლის ფინანსურ შედეგებში პანდემიის მეორე ტალღის შედეგები ასახული არ არის.

„მეორე ტალღა ჩვენთვისაც რთულად დაიწყო. ხარჯი გაიზარდა, ოჯახის ექიმების ჩართვაც სერიოზული გამოწვევა იყო ჩვენთვის. თითო დადასტურებული შემთხვევის სახლის პირობებში მართვა 100-150 ლარი ჯდება. მით უმეტეს, თუ წარმოიდგენთ, რომ ზოგიერთ მსხვილ კომპანიას ათასობით ყავთ მართვის ქვეშ,“- განაცხადა სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელმა.

დევი ხეჩინაშვილის განმარტებით, პანდემიის პირველი ტალღისგან განსხვავებით, ახლა ზარალებიც არ მცირდება და პირიქით, ზრდის ტენდენცია შეინიშნება. ჯანდაცვაში ჩანს ხარჯვითი ნაწილის მატება, გაზრდილ ხარჯებს კი პრემიის მოცულობის მატება ვერ მიჰყვება.

„აშკარაა, რომ ვაქცინაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ვაქცინა, ალბათ ნელ-ნელა შემოვა საქართველოში და სანამ ის რაოდენობა აიცრება, რაც პანდემიის კონტროლს უზრუნველყოფს, წლის სამი მეოთხედი გავა. შესაბამისად, შემდეგი წელიც არ იქნება მოგებით გამორჩეული. რამე სიახლეებსა და განვითარებას არ ველი. მთავარია, შევინარჩუნოთ ბიზნესი და ის ადამიანები, რომლებიც ჩვენთან მუშაობენ. ანალიზისას ცალსახად იკვეთება, რომ დაზღვევის ინდუსტრიაში ძირითადად ჯანმრთელობის დაზღვევის წილი იზრდება, რაც არც ისე კარგი ტენდენციაა. ეს მიმართულება უფრო მეტად ზარალია, აქ სტაბილურობის შენარჩუნება რთულია, ბევრ ისეთ რამეზე ხარ დამოკიდებული რასაც ვერ აკონტროლებ. ერთი მიმართულება ბიზნესის 50% რომ უჭირავს და სხვა სახეობების მიმართ ინტერესი მინიმალურია, ცალსახად არ არის კარგი,“- განაცხადა დევი ხეჩინაშვილმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023