ბიზნესი
21/08/2023

Do IT in Georgia - GITA-მ პროექტის პრეზენტაცია წარადგინა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ პროექტი - Do IT in Georgia წარადგინა, რომლის მიზანია შეიქმნას ერთიანი პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ქვეყანაში არსებულ IT რესურსებს, ასევე ტრენინგ პროვაიდერებს აძლევს საშუალებას განათავსონ თავიანთი სასწავლო კურსები და სახელმწიფოს ფინანსური კონტრიბუციით გაზარდონ IT განათლებაზე ხელმისაწვდომობა.

ონლაინ პორტალი www.doit.gov.ge USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა, რომელშიც ერთიანდება შემდეგი პროგრამები:

  • 5000IT მომზადების პროგრამა - ყველა ტრენინგ პროვაიდერს აქვს შესაძლებლობა, განათავსოს საკუთარი კურსი აღნიშნულ პორტალზე დამწყები IT სპეციალისტებისთვის, რომელიც 16 წელს მიღწეულ საქართველოს ყველა მოქალაქეს მისცემს შესაძლებლობას, აირჩიოს მისთვის სასურველი კურსი, ჩააბაროს ერთიანი გამოცდა და მოიპოვოს სახელმწიფო დაფინანსება;
  • Do IT with the EU - მოიცავს დასაქმებისა და სერტიფიცირების პროგრამებს, რომელიც 3000 IT სპეციალისტის გადამზადების პროგრამის გაგრძელებაა და სრულად არის დაფინანსებული ევროკავშირის მიერ;
  • CODE-IT - სასწავლო კურსები, ტექნოპარკების ბაზაზე, საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ტარდება და მიზნად ისახავს, ე.წ. Peer2Peer მეთოდით სკოლის მოსწავლეების კოდინგის სფეროთი დაინტერესებას და ცოდნის მიცემას;
  • ბლოკჩეინის კურსები - კურსებს ატარებს საერთაშორისო ტრენინგ პროვაიდერი New Horizons, Binance Charity-ის სრული დაფინანსებით და მოიცავს ოფიციალურ სასერთიფიკატო გამოცდას ბლოკჩეინის და კრიპტოს მიმართულებით.

ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გზით, ერთიანი პლატფორმის მეშვეობით, საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ დაეუფლონ ყველაზე მოთხოვნად IT უნარებს და დასაქმდნენ მაღალანაზღაურებად პოზიციებზე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023