ბიზნესი
07/10/2022

Dum Dum: ჩანთებზე მოთხოვნა მზარდია, გაყიდვები პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნდა

Dum Dum-ი ქართული კომპანიაა, რომელიც 2017 წლიდან სხვადახვა დიზაინის, პრინტიანი ნაჭრის წელის ჩანთებს აწარმოებს.

კომპანიის თანადამფუძნებელი ქეტი ქარსელაძე „ბიზნესპარტნიორთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ პანდემიის შესუსტებასთან ერთად, პროდუქტზე მოთხოვნა და გაყიდვები იზრდება.

"პანდემიამდე სტაბილურად ზრდის ტენდენცია იყო, თუმცა ბოლო ორი წელი საგრძნობლად შემცირდა რეალიზაცია მომხმარებლების შემოსავლების შემცირების პროპორციულად. ახლა კი ნელ-ნელა პანდემიამდელ მდგომარეობას ვუბრუნდებით. თუმცა, რაღაც დადებიტი გავლენა პანდემიასაც გვქონდა და ეს პერიოდი ნაყოფიერად გამოვიყენეთ ბრენდის სიახლეების დამუშავებასა და შექმნაში, რაც თავის მხრივ მოტივაციისა და ენთუზიაზმის შენარჩუნებაში დაგვეხმარა.

რაც შეეხება გეგმებს, ამ ეტაპზე შოურუმის/მაღაზიის გახსნას არ ვგეგმავთ, თუმცა მომავალში ასორტიმენტის ზრდასთან ერთად არ გამოვრიცხავთ. ბრენდის განვითარებასა და ზრდისთვის პროდუქციის ექსპორტზე გატანა ძალიან მნიშვნელოვანია. პანდემიამდე ვგეგმავდით საზღვარგარეთ ქუჩის მარკეტებში მონაწილეობას, თუმცა შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ჩაგვეშალა. ამ ეტაპზე კვლავ განვაახლეთ მოლაპარაკებები და იმედი გვაქვს, რომ ამჯერად ხელს არაფერი შეგვიშლის,"- ამბობს ქეთი ქარსელაძე.

Dum Dum-ი წელის ჩანთებთან ერთად მომხმარებლებს მხარზე გადასაკიდ ჩანთებს, ლეპტოპის ჩანთებს, საძილე ნიღბებსა და კისრის ბალიშებსაც სთავაზობს, რომლის შეძენაც ონლაინ არის შესაძლებელი. პროდუქციის ასორტიმენტი მოიცავს სხვადასხვა სეგმენტის მომხმარებლებს - საბავშვო, ყოველდღიური (casual), კლასიკური, საქმნიანი და ა.შ პროდუქციის ძირითადი ნაწილი უნისექსია. ფასები კი 10-160 ლარამდე მერყეობს. კომპანია როგორც ინდივიდუალურ, ასევე კორპორატიულ შეკვეთებზეც მუშაობს.

"მასალის შეძენა და პრინტების ქსოვილზე გადატანა საქართველოში ხდება. ადმინისტრაციულ, ფინანანსურ და შემოქმედებით მხარეს ჩვენით ვაკეთებთ, თანამშრომლები გვყავს მხოლოდ სამკერვალო/სახელოსნოში, რომელიც ჩვენს საკუთრებაშია. ამასთა, აქტიურად ვთანამშრომლობთ ქართველ გრაფიკულ დიზაინერებთან."-აღნიშნავს Dum Dum-ის თანადამფუძნებელი.

 

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023