ბიზნესი
02/11/2020

“ძვირადღირებულ სმარტფონებზე მოთხოვნა დაახლოებით 70%-ით შემცირდა“

საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათა ქსელი „ელექტრონიკაში“  მოთხოვნა ძვირადღირებულ სმარტფონებზე დაახლოებით 70%-ით შემცირდა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, შესაბამისად, გაიზარდა მოთხოვნა ბიუჯეტურ, 700 ლარამდე ღირებულების სმარტფონებზე.

მათივე ინფორმაციით, ძვირადღირებულ მსხვილ საყოფაცხოვრებო ტექნიკას მხოლოდ 30-40% ყიდულობს, დანარჩენი კი მაინც ბიუჯეტურ მოდელებს ანიჭებს უპირატესობას.

“ბოლო პერიოდში პანდემიის გამო ყველაზე პოპულარული ნივთები იყო ლეპტოპი და მობილური; მსხვილ საყოფაცხოვრებო ტექნიკაში კი ლიდერობს მაცივარი, ქურა და სარეცხი მანქანა,“ - განმარტავენ „ელექტრონიკაში“.

კომპანიაში  აღნიშნავენ, რომ „ელექტრონიკას“ შემოსავლები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლებით 22%-ითაა გაზრდილი.

„ვფიქრობთ, ეს მაჩვენებელი უფრო მეტად უნდა გაზრდილიყო, მაგრამ სხვადასხვა ფაქტორმა გამოიწვია ის, რომ ძალიან მცირედი ზრდა გვაქვს. ხელისშემშლელ ფაქტორებს შორისაა ლარის გაუფასურება, პანდემია და შემდგომ ამით გამოწვეული დაბალი სარეკლამო ბიუჯეტი,“  - აცხადებენ „ელექტრონიკაში".

საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყანაში სატელეფონო აპარატებისა და სმარტფონების იმპორტი თანხობრივ მაჩვენებელში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16%-ით შემცირდა და 114.5 მლნ დოლარი შეადგინა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023