ბიზნესი
20/04/2022

ძვირადღირებული ზაფრანის მწარმოებელმა პლანტაციის ფართობი გაზარდა

ყველაზე ძვირადღირებული სანელებლის ქართველმა მწარმოებელმა პლანტაციის ფართობები გაზარდა.

გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ფერმერს ძვირადღირებული ზაფრანა 1500 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოჰყავდა, გაფართოების შემდეგ კი მოსავალს 7 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე აიღებს.

ახალ მასშტაბებზე გასვლის შემდეგ, ფერმერი ახალ მოსავალს ოქტომბრის დასაწყისში ელოდება. ასაღები პროდუქციის სავარაუდო მოცულობა 1-დან 2 კილოგრამადე იქნება.

„შარშან მოსავალი 400 გრამი მივიღეთ, რაც ძალიან ცოტაა. მიზეზი არის ის, რომ ბოლქვები უფრო ფართო ტერიტორიაზე გადავრგე, რაც მცენარისთვის გარკვეული სტრესი იყო. ახლა, შემდეგ მოსავალს სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში ავიღებთ. სავარუდო მოცულობა 1-დან 2 კილოგრამამდე იქნება,“ - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ ფერმერმა მერაბ ინასარიძემ.

ფერმერი ზაფხულის ბოლოს ზაფრანის ბოლქვების გაყიდვასაც გეგმავს. ამისთვის, სარეალიზაციოდ, აგვისტოში დაახლოებით 500 ათასი ბოლქვის გამოტანას გეგმავს.

რაც შეეხება გასაღების ბაზრებს, მერაბ ინასარიძის თქმით, სანელებლის გაყიდვა იგეგმება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე უცხოეთშიც. მისივე თქმით, საქართველოში სანელებლის რეალიზაცია შედარებით უფრო დაბალ ფასად ხდება - ერთი გრამის გასაყიდი ფასი 20 ლარის ფარგლებშია. პროდუქციის შესყიდვით ძირითადად, კაფეები და რესტორნები ინტერესდებიან.
ზაფრანის ყვავილის აღნიშნული ნაირსახეობა კულინარიაში ფართოდ გამოიყენება. მისი საერთაშორისო დასახელება საფრონია, ხოლო სანელებელს უცხოურ ბაზრებზე წითელ ოქროსაც უწოდებენ, რადგან ზოგიერთ ქვეყანაში 1 კილოგრამის ღირებულება 10 ათას დოლარს აღწევს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023