ბიზნესი
14/11/2020

E-space: საქართველოს ბაზარზე შემოსვლა ელექტრომობილების ბევრ მწარმოებელს სურს

ელექტრომობილებზე გაზრდილი მოთხოვნის პარალელურად, ფასები მცირდება. ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოში, ჯამში 2 422 ელექტრომობილია რეგისტრირებული, მაშინ როცა 4 წლის წინ, სულ 5 ელექტრომობილი იყო. ასევე გაიზარდა ელექტრომობილების დამტენების რაოდენობა და ამ ეტაპისთვის, ქვეყნის მასშტაბით 150-ს აღწევს.

კომპანია  E-Space-ის აღმასრულებელი დირექტორი "ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი ნეგატიური მოლოდინები არ გამართლდა და ინდუსტრია კვლავ ინარჩუნებს ზრდის ტენდენციას.

"ელექტრომობილების რაოდენობით და ინფრასტრუქტურის განვითარებით, საქართველო  პირველ ადგილზეა რეგიონში. ბევრმა ავტომწარმოებელმა სურვილი გამოთქვა საქართველოს ბაზრის ათვისების და ეს პროცესი 2021 წლიდან აქტიურად დაიწყება, თუმცა ეს საკმარისი არ არის და იმისთვის, რომ ბაზარი უფრო მეტად განვითარდეს, საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან მეტი ხელშეწყობა. ჩვენ უკვე მივმართეთ მთავრობას რეკომენდაციით, რათა  ლითიუმის ელემენტების იმპორტზე საბაჟო  გადასახადი გაუქმდეს,“ - განაცხადა ავთანდილ შავიშვილმა. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023