ბიზნესი
25/03/2020

ეიპიემ ტერმინალს ფოთი StopCoV ფონდში 100,000 ლარს გადარიცხავს

ფოთის საზღვაო ნავსადგურის ოპერატორი კომპანია “ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, საქართველოს ბიზნესასოციაციის მიერ საგანგებოდ შექმნილ სპეციალურ პლატფორმაზე – “StopCoV ფონდი“, 100,000 ლარს გადარიცხავს.

“მიუხედავად კრიზისული ვითარებისა, ჩვეულებრივად ვაგრძელებთ ნავსადგურის ოპერირებას, რათა არ შეფერხდეს ტვირთების მომსახურების უმნიშვნელოვანესი ჯაჭვი; განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს თანამშრომლებს, რომლებიც ასეთი გამოწვევის დროს, ერთგულად და გულმოდგინედ ემსახურებიან ამ საქმეს. ახლა, როგორც არასდროს, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ბიზნესს, სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის თანამშრომლობით დავეხმაროთ ერთმანეთს და სახელმწიფოს კორონავირუსის დამარცხებაში. ამ მიზნით, “ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ – კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური, სოლიდარობის ფონდში (“StopCoV ფონდი“) შეიტანს თავის მოკრძალებულ წვლილს 100,000 ლარის ოდენობით, რათა დავეხმაროთ საქართველოს მთავრობას ეფექტურად ებრძოლოს შექმნილ კრიზისს და შეამციროს ვირუსით გამოწვეული საზიანო შედეგები,” – ამბობს კომპანიის გენერალური დირექტორი კელდ მოსგაარდ ქრისტენსენი.

ამასთან ერთად, ვირუსის წინააღმდეგ სხვადასხვა გზებით ბრძოლის შეთანხმებული ძალისხმევისა და საერთო მისიის ფარგლებში, “ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ მჭიდროდ თანამშრომლობს “წითელი ჯვრის ასოციაციის“ საქართველოს ოფისთან.

მიღებულია რა უსაფრთხოების ყველა შესაბამისი ზომა, რომელიც შეეხება ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობას, „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“, ფოთის საზღვაო ნავსადგური, აგრძელებს შეუფერხებელ საქმიანობას, როგორც ქვეყნისა და სრულიად რეგიონის უმნიშვნელოვანესი ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023