ბიზნესი
08/11/2022

ეკოინოვაციური მიდგომები და პირუტყვის გაზრდილი რაოდენობა - "ყვარლის ბაგა" ფართოვდება

ნედლ რძეზე არსებული მზარდი მოთხოვნის ფონზე, საქართველოში რძის ყველაზე დიდი მწარმოებელი „ყვარლის ბაგა“ გაფართოებაზე მუშაობს. კომპანიაში ამბობენ, რომ ამჟამად, დღეში 35 ტონა რძეს აწარმოებენ, რაც ბაზრის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ არის, სწორედ ამიტომ, საქონლის დამატება განიხილება.

„ყვარლის ბაგაში“ ეკო ინოვაციური მიდგომებიც დაინერგა. ფერმა ებრაული მეთოდითაა მოწყობილი, ძროხები თავისუფალ სივრცეში, სადგომების ქვეშ არიან განთავსებულები, სადაც თითეულ ძროხაზე არის გათვალისწინებული 25 კვადრატული მეტრი სივრცე. ფერმაში დამონტაჟებულია საწველი დარბაზიც, რომელიც ასევე ებრაული წარმოებისაა და ერთ ჯერზე, 58 ძროხის წველის საშუალებას იძლევა.

„ჩვენ მუდმივად ვფართოვდებით. თანდათანობით ვამატებთ ახალ სივრცეებს ჩვენს ფერმას. ახლაც ვამატებთ რამდენიმე სადგომს ძროხებისთვის და უკვე გვაქვს დაგეგმილი და გაფორმებული ხელშეკრულება დამატებითი რაოდენობის საქონლის შემოყვანაზე. წლის ბოლომდე ჩამოვიყვანთ 132 სულს და წლის დასაწყისში იგივე რაოდენობის ჩამოყვანას ვგეგმავთ“, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ „ყვარლის ბაგას“ დირექტორმა ნათია გარგულიამ.

დღესდღეობით, კომპანიას ჰყავს 1500-ამდე მსხვილფეხა საქონელი, სპეციალურად შერჩეული ჰოლშტეინის ჯიშის ძროხები, რომლებიც ყოველდღიურად, 22 000 ლიტრ რძეს იწველიან.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023