ბიზნესი
27/05/2021

ეკოლოგია VS სოციალური მდგომარეობა - რა აფერხებს მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვას

საგზაო უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებულ მსჯელობაში ჩართვაზე მზაობას გამოთქვამენ. მესამე სექტორი საკითხის დარეგულირების აუცილებლობას ხედავს, თუმცა მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით სიფრთხილის აუცილეობლობაზე ამახვილებს ყურადღებას.

ბუნებრივია საბურავს აქვს თავისი ექსპლუატაციის ვადა. როდესაც მეორადი საბურავი ბაზარზე შემოდის უკვე საფრთხე ექმნება გარემოს, ვინაიდან მას აქვს ემისია, რომელიც ჰაერში გაიფრქვევა; მეორე მხრივ კი უსაფრთხოებისთვის არის მეტად მნიშვნელოვანი. საქართველოსა და საქართველოს მსგავს ქვეყნებში შემოტანილი მეორადი საბურავების დიდი წილი პრაქტიკულად მწყობრიდან გამოსულია, ეს კი მაღალი რისკის შემცველია. ამიტომ მნიშვნელოვანია შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, სადაც ყველა მხარე იქნება წარმოდგენილი და საკითხზე მსჯელობა დაიწყება,“ - განმარტავს „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე  ეკა ლალიაშვილი.

ასოციაციის ხელმძღვანელი საკითხის ეტაპობრივ დარეგულირებაზე ამახვილებს ყურადღებას რათა მოსახლეობის დიდი ნაწილის ინტერესები არ დაირღვეს.

არიან მძღოლები რომლებსაც მეტის შეძენის ფინანსური რესურსი ფიზიკურად არ აქვთ. ამიტომ ეს საკითხი არის სერიოზულად სამსჯელო. უნდა განვიხილოთ ეს ყველაფერი სტატისტიკურად სოციალურად და მხოლოდ მას შემდეგ იქნას მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილება. თუნდაც ეს იყოს პირველ ეტაპზე გრძელვადიან პერსპექტივაში. ბუნებრივია, უნდა იყოს გარკვეული დაშვებები რათა გათვალისწინებული იყოს დაბალი სოციალური ფენის ადამიანების ინტერესები", - განმარტავს ეკა ლალიაშვილი „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე.

შეგახსენებთ, მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს. იქამდე სანამ სამართლებრივი პროცესი დაიწყება, საკითხის განხილვაში ბიზნეს ასოციაცია აპირებს ჩართვას.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023