ბიზნესი
27/07/2020

"ელექსირი" ბრაზილიისა და აფრიკის ბაზრებზე შესვლას გეგმავს

ეკოლოგიურად სუფთა, მაღალტექნოლოგიური, ხსნარი  „ელექსირი“ აფრიკისა და ბრაზილიის ბაზარზე გასვლას წლის ბოლომდე გეგმავს.

პროდუქტი უკრაინის ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია და ამ ქართულ პროდუქტს ქვეყნის ფარგლებს გარეთაც კარგად იცნობენ.

ამავდროულად მოლაპარაკებები მიმდინარეობს „ელექსირის“ პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე გატანასთან დაკავშირებით.

როგორც კომპანიაში „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადეს, მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა და COVID-19-ით გამოწვეულმა პანდემიამ ანტისეპტიკურ საშუალებებზე მოთხოვნა გაზარდა.

“კარანტინის დროს დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად შემსუბუქების შემდეგ, სხვადასხვა ბიზნეს ოპერატორის მხარასაჭერად შევიმუშავეთ სოციალური მხარდაჭერის კამპანია სტუმარ მასპინძლობის HoReCa სექტორისთვის, სპოტ-კომპლექსებისთვის, სილამაზის და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებისთვის და ა.შ. რის ფარგლებშიც, “ელექსირის“ პროდუქციას ვთავაზობდით სპეციალურ საშეღავათო ფასად“, - ამბობს კომპანიის ბრენდ მენეჯერი.

„ელექსირი“ 40-მდე სხვადასხვა სახის პროდუქტით არის ბაზარზე წარმოდგენილი. პროდუქტები იწარმოება საწარმოო სტანდარტის მაქსიმალური დაცვით. „ელექსირის“ პროდუქცია არ შეიცავს ტოქსიკურ პესტიციდებს, აგროქიმიკატებს, უსაფრთხოა ადამიანისთვის და ცხოველებისთვის, რეკომენდებულია ორგანულ მეურნეობაში ბიო პროდუქტების საწარმოებლად.

„კარანტინის პერიოდში მოვახერხეთ გერმანიაში ჩაგვეტანა ჩვენი დეზინფექტანტების ნიმუშები, რომელიც მსოფლიო ტოპ ხუთეულში შესულმა, რობერტ კოხის ინსტიტუტის აკრედიტებულმა ჰიგიენის ცენტრალურმა ლაბორატორიამ გამოიკვლია და დაადასტურა, რომ „ელექსირის“ ბიოსადეზინფექციო საშუალებები კლავს კორონა ვირუსს. პროდუქტებზე გაზრდილი მოთხოვნაც ამით აიხსნება“, – ამბობს ანანო ლომსაძე.

მუდმივი ლაბორატორიული კონტროლის შედეგად, „ელექსირს“ მინიჭებული აქვს საერთაშორისო სერტიფიკატები: ხარისხის მართვა ISO 9001; სურსათის უვნებლობა ISO 22 000; გარემოს უსაფრთხოება ISO 14 00; საერთაშოეისო Q ხარისხის ნიშანი, ამერიკული სერტიფოცირება NSF, ECHA მთელი ევროკავშირის ტერიტორიაზე ნებართვა სადეზინფექციო საშუალებების წარმოებაზე და ა.შ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023