ბიზნესი
22/02/2023

ელექტრონული ვაჭრობისას მომხმარებლის უფლებებს კანონი დაიცავს

მომხმარებლის დაცვა ელექტრონული კომერციის პროცესში და ახალი ვალდებულებების შემოტანა შუალედური სერვის პრვაიდერებისთვის - ამ საკითხებს ითვალისწინებს „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც ჯერჯერობით, საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატში განიხილება.

კანონპროექტის ავტორების განცხადებით, მიზანი ელექტრონული ვაჭრობის პროცესში მომხმარებლის უფლების დაცვა და სანდოობის უზრუნველყოფაა.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კანონპეროექტის შემუშავებაში ჩართულმა ექსპერტმა უჩა სეთურმა განუცხადა, ამ პროცესში განისაზღვრა ონლაინ სერვის პროვაიდერების როლი. არსებობს მათი სამი კატეგორიაა - ინფორმაციის გამტარი, ქეშერი და ჰოსტერი. გადაწყდა, რომ ე.წ. ქეშ ოპერატორებს, ანუ ინფორმაციის შემნახველ ოპერატორებს დაეკისროთ, რომ პრობლემის დაფიქსირების შემთხვევაში, ჩამოხსნან ონლაინ სივრცეში უკანონოდ განთავსებული ინფორმაცია თუ კონტენტი.

„ჩვენ ვართ დიდი ციფრული სივრცის ნაწილი და საკმაოდ დიდია წილი ჩვენი მომხმარებლებისა, რომლებიც ონლაინ ყიდულობენ პროდუქციას. მათ შორის საქართველოშიც. საბუარია იმაზე, რომ არ არის დადგენილი სტადარტი. შესაძლოა, ციფრული ოპერატორების უმეტესობას მაღალი სტანდარტები აქვს, მაგრამ ხშირია შემთხვევები, როცა მოხმარებელთა უფლებები ირღვევა, მოხმარებელს კი არანაირი ინფორმაცია არ აქვს - არც ხელშეკრულება, არც პირობები, არ არის ინფორმირებული, გადამზიდავი ატყუებს. მთავარი მიზანი არის ის, რომ მომხმარებელი დავიცვათ და ეს არის ამოსავალი წერტილი ამ კანონში. ასევე, ის, რომ ჩვენი ელექტრონული ვაჭრობის სივრცე იყოს სანდო, იმ ღირებულებებზე დაყრდნობილი, რომელიც ევროპული დირექტივით არის განმტკიცებული“ - აცხადებს უჩა სეთური „ბიზნესპარტნიორთან“.

დღეის მდგომარეობით, საქართველოში ელექტრონული კომერციის სექტორი სპეციალური მარეგულირებელი კანონის გარეშე ფუნქციონირებს და აღნიშნული სფერო გარკვეულწილად სხვადასხვა კანონის ცალკეული დებულებებით არის მოწესრიგებული.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023