ბიზნესი
28/01/2021

ელენერგია 90%-ით გაგვიძვირდა - ფეროშენადნობთა მწარმობელები ეკონომიკის მინისტრს მიმართავენ

ფეროშენადნობი პროდუქციის მწარმობელთა ასოციაცია ეკონომიკის მინისტრს წერილით მიმართავს და დახმარებას სთხოვს. მცირე და საშუალო საწარმოები ელექტროენერგიის ტარიფის 90%-ით გაძვირებაზე და ამის გამო წარმოების შეჩერების საფრთხეებზე საუბრობენ.

“მოგახსენებთ, რომ "მანგანუმის მომპოვებელთა, ფეროშენადნობი პროდუქციის მწარმოებელთა და ტრეიდერთა ასოციაცია" წარმოადგენს საქართველოს ბაზარზე არსებულ დარგის უმსხვილეს და წამყვან 12 კომპანიას. კომპანიები დაკომპლექტებულია ადგილობრივი კადრებით.

საქართველოდან ექსპორტზე გატანილი პროდუქციის რაოდენობის გათვალისწინებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასოციაციაში გაერთიანებული კომპანიების საქმიანობას განსაკუთრებული როლი აკისრია პირველ რიგში ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის ზრდისა და ასევე დარგის განვითარების საკითხში.

ბოლო პერიოდში ენერგეტიკის დარგში განხორციელებულმა ცვლილებებმა გამოიწვია ელექტროენერგიის ტარიფების მნიშვნელოვანი ზრდა. აღნიშნული ცვლილებები განსაკუთრებით მძიმედ შეეხო კომპანიების, რომლებიც 5 მლნ კვტ-ზე ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარენ. უკანასკნელი ცვლილებების გათვალისწინებით მათთვის ტარიფი 90%-ით გაძვირდა, რაც შეეხება დიდ კომპანიებს მათთვის გაიზარდა გატარებისა და დისპეტჩერიზაციის ტარიფები.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ასოციაციაში გაერთიანებული 12 კომპანიის სახელით, მოგმართავთ თხოვნით კომპეტენციის ფარგლებში აღმოგვიჩინოთ დახმარება ელექტროენერგიის ტარიფის რეგულირების საკითხში”,- ნათქვამია ნათია თურნავას უწყებაში ჩაბარებულ წერილში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023