ბიზნესი
22/03/2023

"ელმავალმშენებელის" ქარხანა ₾19.5 მლნ-ად "საქართველოს ბანკმა" იყიდა

თბილისში გურამიშვილის გამზირზე, N84-ში  მდებარე სააქციო საზოგადოება “ელმავალმშენებლის” უძრავ-მოძრავი ქონება "საქართველოს ბანკმა" შეიძინა. აღნიშნული "ბიზნესპარტნიორს" თავად "საქართველოს ბანკმა" დაუდასტურა. 

"ელმავალმშენებლის" ქარხანა 19.5 მილიონ ლარად გაიყიდა

ობიექტი ელექტრონულ აუქციონზე აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამოიტანა. 

სს „ელმავალმშენებელი“ 1998 წელს დარეგისტრირდა.

საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს ინფორმაციით, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ამ კომპანიის აქციების 87%-ის მფლობელი ოფშორში, მალტაზე რეგისტრირებული კომპანია შპს „ლოკო ტრანს კომპანია“, 12.8%-ს საქართველოს სახელმწიფო ფლობს, 0.2%-ს კი შრომითი კოლექტივი. 

„ელმავალმშენებლის“ ძირითადი საქმიანობა მაგისტრალური ელმავლების მშენებლობა, სათადარიგო დეტალების დამზადება და ელმავლების კაპიტალური შეკეთებაა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023