ბიზნესი
06/12/2021

ერეკლე გამყრელიძე: რძის პროდუქტების ინდუსტრიის ყველაზე დიდი გამოწვევა ინფლაციაა

„სანტეს“ გენერალური დირექტორის განმარტებით, ინდუსტრიის ყველაზე დიდი პრობლემა მსოფლიო ინფლაციაა.

ერეკლე გამყრელიძის თქმით, ბოლო პერიოდში შეინიშნება პოსტ პანდმიური პროცესები და ბაზარი შოკიდან გამოდის, თუმცა ძველ ნიშნულებთან დაბრუნება ჯერ ისევ არ მომხდარა.

„პანდემია იყო რთული პერიოდი მთლიანად ბაზრისთვის. განსაკუთრებით ეს ეხება იმ სეგმენტს, რომელიც არის სტუმარ-მასპინძლობასთან დაკავშირებული. ბოლო პერიოდში შეინიშნება პოსტ პანდმიური პროცესები და ბაზარი შოკიდან გამოდის, მაგრამ იმისთვის რომ სრულფასოვნად აღდგეს ბაზარი და ძველ ნიშნულებს დაუბრუნდეს, ამისთვის გარკვეული დრო იქნება კიდევ დამატებით საჭირო. ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენი ინდუსტრიისთვისაც, ისევე როგორც სხვა კომპანიებისთვის, არის მსოფლიოში და ასევე საქართველოში არსებული მაღალი ინფლაცია. ფასები ყველაფერზე იზრდება, როგორც ტრანსპორტირებაზე ისე სხვადასხვა შესაფუთ მასალაზე. ამ გამოწვევების წინაშე ვართ ყველა მათ შორის ჩვენც,“ - განმარტა ერეკლე გამყრელიძემ.

„სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები“ რძისა და რძის პროდუქტების ბაზარზე 1997 წლიდან არისწარმოდგენილი. 2016 წლიდან კომპანია მსოფლიო რძის პროდუქტების ბაზრის ლიდერის Lactalis-ის ჯგუფის წევრია. 

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოში ორნიშა ინფლაციაა. ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 12.5%შეადგინა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დეკემბერი-იანვარი-თებერვალი მაღალი ინლაციის შენარჩუნებას ელის, მარტიდან კი ვარაუდობს, რომ მაჩვენებელი შემცირებას დაიწყებს. კობა გვენეტაძე ინფლაციას დროებითი ფაქტორებით ხსნის და განმარტავს, რომ ეს არა მხოლოდ საქართველოს არამედ გლობალური გამოწვევაა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023