ბიზნესი
31/03/2021

ეროვნული ვალუტის სიმყარე გადამწყვეტია, ეს მთავრობამ უნდა მოაგვაროს - თამაზ დაუშვილი

„იმ პირობებში, როდესაც ქვეყნის ქვეყანაში ვაჭრობის 70% იმპორტია, ლარის არასტაბილურობა  ბიზნესზე საკმაოდ მძიმედ აისახება,“ - ამის შესახებ კომპანია „დიოს“ მმართველმა პარტნიორმა თამაზ დაუშვილმა გადაცემაში „ბიზნესპარტნიორის ოთხეული“ განაცხადა.

მისი განმარტებით, ეკონომიკისთვის ეროვნული ვალუტის სიმყარე გადამწყვეტია, ეს არის ფუნდამენტური საკითხი, რომელიც მთავრობამ უნდა მოაგვაროს.

„როდესაც ლარის კურსი იწევს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში კომპანიები ზარალობენ, შემდეგ კი ადაპტირდებიან და სწევენ ფასებს. ამით ვიღებთ შემცირებულ მოთხოვნას. ამ დროს იძულებული ხარ, ან იაფიანი საქონელი შემოიტანო, ან შეამცირო გაყიდვები და ასე შემდეგ. სტაბილური ვალუტა  ძალიან მნიშვნელოვანია.

როდესაც ეროვნული ბანკი, მთავრობა, ვერ ახერხებს იმას, რომ ლარის კურსი ასე თუ ისე დაარეგულიროს და პროგნოზირებადი გახადოს, ეკონომიკის მიმართ და ქვეყნის მიმართ ნდობა, მცირდება," - აცხადებს დაუშვილი.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023