ბიზნესი
15/05/2023

"ერთი არაკეთილსინდისიერი დამქირავებლის გამო, შესაძლოა ბინის მესაკუთრე გაკოტრდეს" - ოთარ კაჭკაჭიშვილი

„ერთი არაკეთილსინდისიერი დამქირავებლის გამო, შესაძლოა, ბინის მესაკუთრე გაკოტრდეს“, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის იურისტმა ოთარ კაჭკაჭიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, დღეს ქვეყანაში ისევ პრობლემად რჩება პოლიციური გამოსახლების არარსებობა, რის გამოც ბინის მესაკუთრეები დაუცველები არიან.

„თუ ბინის მესაკუთრემ რაიმე ფორმით, ეს იქნება იჯარა, თუ სხვა, სარგებლობაში გადასცა ქონება და შემთხვევით, დამქირავებელი გამოდგა არაკეთილსინდისიერი, მესაკუთრეს ძალიან მძიმე ტვირთად აწვება დამრღვევი პირის ბინაში შეშვება, რადგანაც, მისი გამოსახლება დაკავშირებულია 2, 3, ან 5 წელიწადთანაც კი.  ანუ, ფაქტობრივად, მესაკუთრის  უფლებები წყდება 5 წლით. მაშინ, როდესაც მესაკუთრეს ეს ქონება აქვს შეძენილი საბანკო სესხის მეშვეობით და სწორედ, ამ სავარაუდო შემოსავალზე დაყრდნობით მიიღო ეს სესხი. ამიტომ, არაკეთილსინდისიერი დამქირავებლის ქმედებები, იწვევს მესაკუთრეთა დიდი რაოდენობის გაკოტრებას და ფინანსურად ცუდ მდგომარეობაში აღმოჩენას“, - განმარტა ოთარ კაჭკაჭიშვილმა.

მისივე განმარტებით, საპოლიციო გამოსახლების აღდგენა სასწრაფო და გადაუდებელია. „რაღაც ფორმით უნდა აღდგეს საპოლციო გამოსახლება, რაც სწრაფ რეჟიმში მოახდენს მესაკუთრეებისათვის მათი კუთვნილი ქონების უკან დაბრუნებას. საქართველო უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის მხრიდან არაერთხელ  გაკეთდა მიმართვები და განცხადება, გვაქვს გაგზავნილი წერილები საქართველოს პარლამენტში, რამდენიმე პარლაენტარის მხრიდანაც იქნა გაჟღერებული, რომ ეს იყო აუცილებელი, მაგრამ ჯერჯერობით, ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი ნაბიჯი  არ გადადგმულა“, - აღნიშნა საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის იურისტმა.

როგორც ოთარ კაჭკაჭიშვილმა განაცხადა, არის შემთხვევები, როდესაც დამქირავებლები ბინის მესაკუთრის გულის მოსაგებად, 2 თვის ქირას წინასწარ იხდიან, მასზე კარგი შთაბეჭდილება რომ დატოვონ, თუმცა, 2 თვის შემდეგ, აღარაფერს იხდიან და სხვის ბინაში უსასყიდლოდ წლები რჩებიან.

„ბინის მესაკუთრეს ხელშეკრულებაც ვერ იცავს, რადგან საქმე მიდის სასამართლოში, სასამართლო კი არ არის დავების სწრაფი გამტარი დღეს, რაც ამ პრობლემას აჭიანურებს“, - განუცხადა „ბიზნესპარტნიოს“ ოთარ კაჭკაჭიშვილმა.

შეგახსენებთ, საკუთრებიდან საპოლიციო გამოსახლება 2015 წლიდან გაუქმდა. პრობლემის შემთხვევაში კი მომჩივანმა სასამართლოს უნდა მიმართოს, რაც გავრცელებული ინფორმაციით, ჭიანურდება და ბინის მესაკუთრე დიდ ზარალზე მიდის.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023