ბიზნესი
13/04/2021

“ეს იქნება პირველი შეხვედრა მეორედ მოსვლის შემდეგ“ - შოთა ბურჯანაძე

რესტორატორთა ასოციაცია სხვა 20-მდე ბიზნესგაერთიანებასთან ერთად პრემიერის მისამართით წერილს ამზადებს. მეწარმეები მთავრობის მეთაურთან სხვადასხვა სექტორში არსებულ გამოწვევებთან და მათი გადაჭრის გზებთან დაკავშირებით მსჯელობას გეგმავენ.  საუბარი შეეხება როგორც შაბათ კვირას არსებულ შეზღუდვებს და კომენდანტის საათს, ასევე მესამე ტალღის გამო გაჟღერებულ შესაძლო ჩაკეტვებს. ოფიციალური მიმართვის ზუსტი შინაარსი  უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. ირაკლი ღარიბაშვილის თანხმობის შემთხვევაში ეს იქნება მისი ბიზნესთან გაფართოებული შეხვედრის პირველი შემთხვევა პრემიერის რანგში.

„პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან არცერთი სფერო ჯერ შეხვედრილი არ არის. წერილის შინაარსი სწორედ ის არის, რომ ვითხოვთ მასთან შეხვედრას. გვინდა გავაცნოს ის საკითხები, რომელიც მცირე ბიზნესს აწუხებს. გვინდა დეტალურად მივაწოდოთ ინფორმაცია რა პრობლემებს გამოიწვევს კიდევ ერთი ჩაკეტვა და რა საფრთხის წინაშე დადგება ათასობით დასაქმებული.

გარდა ამისა, გვექნება საუბარი ვაქცინაციის აუცილებლობაზე. „იწილო ბიწილო“ ეს „კატათაგვობანა“ გახსენი-დაკეტე ვერაფერს მოიტანს. ეს მხოლოდ და მხოლოდ  ეკონომიკისა და სახელმწიფოს ჩამონგრევა იქნება. შაბათ-კვირის, ასევე კომენდანტის საათის თემა იმდენად პრობლემურია ქვეყანაში, რომ ამის გადახედვა თავისთავად უნდა ხდებოდეს. ერთმანეთთან შეუსაბამოა რეალობა და ის შეზღუდვები, რომელიც არსებობს. მივესალმებით და ვამბობთ რომ შეზღუდვები უნდა იყოს მაგრამ ისე, რომ არც საზოგადოებრივი ჯანდაცვა დაზიანდეს და ბიზნესსაც მიეცეს ფუნქციონირების საშუალება.დანის პირზე უნდა გავიაროთ, სადაც არც სახელმწიფოს და არც ბიზნესის ინტერესები არ დაზიანდება.“ - აცხადებს შოთა ბურჯანაძე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023