ბიზნესი
19/02/2021

"ეს მოთხოვნა ჩვენთვის ჯერ ფუფუნებაა" - ნავთობკომპანიებს საწვავის მარაგების შექმნა დაევალებათ

კომპანიებს შესაძლოა, ნავთობპროდუქტების მარაგების შექმნა დაევალოს. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას ქვეყანას ევროდირექტივა ავალდებულებს. საკითხთან დაკავშირებით კერძო სექტორთან კონსულტაციები დაწყებულია.

კომპანია „ვისოლის“ გენერალური დირექტორის განმარტებით, სტრატეგიული მარაგების შექმნა საწვავის ფასზე აისახება.

„ჩვენ გვქონდა ევროკავშირის წარმომადგენლებთან ამ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა. ზოგად კონსულტაციებს გადის ქვეყანაც იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში იყოს სტრატეგიული მარაგები. თუმცა, მარაგების შექმნა პირდაპირ კავშირში არის საწვავ პროდუქტების ღირებულების გაზრდასთან.

ნავთობპროდუქტების სავალდებულო მარაგების შექმნა და დარეზერვება ბიზნესისთვის დამატებითი ხარჯია. შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად საჭირო იქნება კომპანიის მხრიდან საინვესტიციო რესურსის გამოყოფა. ვიტყოდი, რომ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება ჯერ ჩვენთვის ცოტა ფუფუნებაა. თუმცა მეორე მხრივ ყველაფერი ამის შედეგად სახელმწიფო და ზოგადად ბაზარი იღებს სტაბილურ პროდუქტებს, დროის გარკვეულ მონაკვეთში შექმნილ მარაგებს, რომელიც გარკვეულწილად მაინც მნიშვნელოვანია ქვეყნის სტრატეგიული ინტერესებისათვის. ჩვენ მხოლოდ კონსულტაციებს გავდივართ, დაველოდოთ როგორი ტიპის ვალდებულებები ჩამოყალიბდება. მთავარი ინიციატორი კი ამ საკითხში ევროკავშირის მოთხოვნებია,“ - განაცხადა ვასილ ხორავამ.

მისივე განმარტებით, სტრატეგიული მარაგების მართვა მარტივი არ არის.

„ჩვენ დღეს გვაქვს იმ მოცულობის მარაგი რაც დაგვჭირდება თვენახევარი, ორი თვე. ბენზინის შენახვა დიდი ხნის ვადით არ შეიძლება, ეს ყველაფერი ჯდება ძვირი, საბოლოოდ კი პროდუქტის თვითღირებულებაში აისახება. თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში არის მოდელები, როცა საწვავის სტრატეგიულ მარაგებს სახელმწიფო ქმნის და მართავს. ასევე არსებობს შერეული მოდელები. სახელმწიფოსა და ბიზნესის ურთიერთთანამშრომლობით. ჩვენ შემთხვევაში უფრო გათვლა გაკეთებულია იმაზე ეს ვალდებულება ბიზნესმა აიღოს საკუთარ თავზე, თუმცა ჯერ საუბარი ნაადრევია, კონსულტაციები გაგრძელდება და ვნახოთ რას დაგვავალებენ," - აღნიშნა ვასილ ხორავამ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023