ბიზნესი
03/06/2023

EVENTOR : ქორწილი მხოლოდ ჭამა-სმა აღარ არის, მომხმარებელი ახლა აქცეტს გაფორმებაზე აკეთებს

საქორწილო ღონისძიების დაგეგმვაზე მოთხოვნა გაზრდილია. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ ღონისძიებების ორგანიზატორი კომპანია EVENTOR-ის დამფუძნებელი თინათინ პაპუკაშვილი აცხადებს, კომპანიას ივლისის პირველ ნახევრამდე ღონისძიებებზე წინასწარი ჯავშნები უკვე მიღებული აქვს.

„ზოგადად, ქორწილთან დაკავშირებით დამოკიდებულებები შეიცვალა. ქორწილი უბრალოდ  სუფრები და მხოლოდ ჭამა-სმა აღარ არის. დიდი აქცენტი კეთდება გაფორმებაზე, ვიზუალურ მხარეზე, ფოტო-ვიდეო მასალასა და გართობის ნაწილზე,“-აცხადებს პაპუკაშვილი. 

როგორც კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, საკმაოდ გააქტიურებულია  ტურისტების მხრიდან მიმართვიანობა, რაც პაპუკაშვილის ვარაუდით, გამარტივებული ქორწინების რეგისტრაციის პირობებითაა განპირობებული.

აღსანიშნავია, რომ კომპანია ქორწილის  გაფორმებისთვის საჭირო მასალას ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე ყიდულობს, თუმცა, გამონაკლის შემთხვევაში კი თურქეთიდან იმპორტსაც ახორციელებს.

პაპუკაშვილის ინფორმაციით, გამომდინარე იქიდან, რომ გაძვირდა მასალის ფასი, კომპანიამ მომსახურების ფასებიც დააკორექტირა. შედეგად, EVENTOR-ში ქორწილის ღონისძების დაგეგმვა სრული სერვისით  (100 პერსონიანი)  დაახლოებით 20 000  ლარი ღირს. აღნიშნულ თანხაში შედის ღონისძიების გაფორმება, ცერემონია, ფოტო-ვიდეო გადაღება და სხვა. 

ცნობისთვის, ღონისძიებების ორგანიზატორი EVENTOR ბაზარზე 6 წელია ოპერირებს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023