ბიზნესი
28/04/2023

"ევროპა,როგორც ყველის მწარმოებელსა და რძის მომპოვებელს არ აღგვიქვამს"-ანა მიქაძე-ჩიკვაიძე

"ევროპა, როგორც ყველის მწარმოებელსა და რძის მომპოვებელ ქვეყანას არ გვიცნობს,"-ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესპარტნიორს“ საქართველოს ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავჯდომარე, ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ განუცხადა.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს რეგლამენტი აქვს  მიღებული, რომელიც მოიცავს რძის, რძის ნაწარმისა და რძის შემცველი პროდუქტების მიმართ მოთხოვნებს და ბიზნეს ოპერატორის მიერ რძის, რძის ნაწარმისა და რძის შემცველი პროდუქტის წარმოებისა და ბაზარზე განთავსების პირობებს აწესრიგებს.

მისი თქმით,მომხმარებელი, სახელმწიფო და მწარმოებლები სწორედ ამ რეგლამენტის აღსრულებისათვის თუ არ გაერთიანდებიან, მაშინ ქვეყანა სწორედ იქ გაჩერდება, სადაც ამჟამად იმყოფება.

„მინიმუმ 7 წელია საჭირო იმისათვის, რომ ევროპის ბაზარმა შეგამჩნიოს. მინდორი 3 წელი უნდა იკვლეოდეს, რომ შიგნით რაიმე არ აღმოჩნდეს, მეორე 3 წელი  ევროკომისია  ფერმაში   შემოდის და 1 წელი რომ დარჩა, იმ დროს უკვე  წარმოებაში შედის. ეს 7 წელი დაწყებულიც არ გვაქვს.„ -აცხადებს ასოციაციის თავჯდომარე.

პრობლემაა ნედლეული - ბაზარზე მკვეთრადაა შემცირებული რძის ნაწარმის წარმოება, რასააც პანდემიამ კიდევ უფრო შეუწყო ხელი. როგორც მიქაძე-ჩიკვაიძე აცხადებს, დაინტერესება იყო უცხოელი მედიის მხრიდან, ვინაიდან კეთების პროცესი გამოირჩევა სანახაობრიობით, ხოლო პროდუქტი გემრიელი და უცხოა. თუმცა ქართული ყველის რეკლამამ მის წარმოებას გაუსწრო.

ცნობისთვის, 2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან სულ $232.6 ათასის 31.8 ტონა ყველი გავიდა ექსპორტზე, რაც 463%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდზე (2022 იან-თებ: $41.3 ათასის 3.4 ტონა).

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023