ბიზნესი
05/05/2023

"ფაფანაკის" შექმნილი ქართული სამოსი აშშ-ისა და ევროპის ბაზრებზეც იყიდება

ქართული ეროვნული სამოსისადმი ინტერესი მთელი მსოფლიოს მასშტაბით მზარდია.

როგორც ეროვნული სამოსის სამკერვალოს - „ფაფანაკის“ კრეატიული დირექტორი, ნინო ჭყონია „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, საელჩოებისა და პროგრამა "აწარმოე საქართველოს" ხელშეწყობით ეროვნული სამოსი არაერთ საერთაშორისო  გამოფენაზე წარსდგა, რამაც ქართული ნაციიონალური სამოსის პოპულარიზაციას შეუწყო ხელი.

მისივე თქმით, ასე აითვისა „ფაფანაკმა“ ახალი ბაზრები, სადაც სამკერვალოს პროდუქციაზე მოთხოვნა სულ უფრო მზარდია.

„ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ის, რომ ქართული ეროვნული სამოსი არის უცხოელი მომხმარებლებისთვის ძალიან სასურველი. იციან ქართული სამოსის სახელწოდებები - იციან  ყაბალახის, ჩოხის არსებობის შესახებ. სხვადასხვა ქვეყანაში მოგვიწია გამოფენაზე გასვლა და იქ უკვე და რამდენიმე ადამიანმა თავად შემოგვთავაზა ჩვენი პროდუქცია გაგვეტანა მათთვის სასურველ ლოკაციებზე. ქართული კუთხეები არის სხვადასხვა ქვეყნებში, მაგ. ამერიკაში, გერმანიაში, იტალიაში, საფრანგეთში. ჩვენი კოლექციები ამ ქვეყნებშია გაგზავნილი“, - აცხადებს ნინო ჭყონია.

მისი თქმით, მოთხოვნა ადგილობრივ ბაზარზე დაარსების დღიდანვე გაჩნდა და მუდმივად მზარდია. როგორც ჭყონია აღნიშნავს, მომხმარებელთა სპექტრი ფართოა და ქართველ ემიგრანტებს, ანსამბლებს, ქართველსა და უცხოელ მომხმარებლებს მოიცავს.

ცნობისთვის, ქართული ეროვნული სამოსის სამკერვალო „ფაფანაკი“ რვა წლის წინ შეიქმნა. ბრენდი დიდი და პატარა ქართული ანსამბლებისთვის სასცენო სამოსს ქმნის.

სამკერვალო კლასიკურ ეროვნულ ხაზზეც მუშაობს და ასევე აქტიურად შემოაქვს ძველი კულტურული შტრიხები თანამედროვე, ყოველდღიურ სამოსშიც. იკერება ისტორიული იერსახის მქონე ქალისა და მამაკაცის პიჯაკები, გულისპირები, ყაბალახები და სხვ. ხშირად იქმნება ექსკლუზიური ესკიზებიც.

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023