ბიზნესი
18/02/2021

ფაფრის ველი: ღვინის რაოდენობით ვერ მოვიგებთ, ხარისხით კი ადგილის დამკვიდრება შეგვიძლია

„ფაფრის ველს“ სერთიფიცირებული ბიოღვინო ექსპორტზე იაპონიაში, ამერიკასა და დასავლეთ ევროპის 7 ქვეყანაში გააქვს.

„მსოფლიოში არის რამდენიმე კომპანია, რომელთაგან თითოეული რაოდენობით იმაზე მეტ ღვინოს აწარმოებს, რამდენსაც მთლიანად საქართველო. ეს ნათლად აჩვენებს, რომ რაოდენობრივად ვერასდროს ვერავის მოვუგებთ. მაგრამ თუკი ხარისხზე გვექნება აქცენტი, შევძლებთ, თავი შესაფერის ადგილას დავიმკვიდროთ და ქართულ ღვინოზე მოთხოვნაც გაიზარდოს", - აცხადებს „ბიზნესპარტნიორთან“ საუბარში „ფაფრის ველის“ დამფუძნებელი ნუკრი ქურდაძე.

ბიოვენახის მოსავლიანობა ჩვეულებრივთან შედარებით 2-3-ჯერ ნაკლებია, შესაბამისად, ღვინის ფასი - უფრო მაღალი. „ფაფრის ველის“ ღვინოები საერთაშორისო ბაზარზე საშუალოდ 35-40 დოლარად იყიდება.

„პანდემიამ ექსპორტის ტემპი შეანელა, თუმცა მაინც მასზე ვართ დამოკიდებული. ადგილობრივ რეალობას და კრიზისს ყველანი კარგად ვხედავთ. ექსპორტზე გასვლა ხარისხიანი და სერთიფიცირებული პროდუქტისთვის რთული არ არის, ზოგჯერ თვითონ გვიკავშირდებიან, თვითონ არიან დაინტერესებული დისტრიბუტორები, რომ ჩვენი ქვევრის ბიოღვინო გაიტანონ და არა მარტო ჩვენს შემთხვევაში, ზოგადადაც ასეა, კარგი ღვინო თავის გზას ყოველთვის იპოვის,“ - აცხადებს მეღვინე და მევენახე ნუკრი ქურდაძე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023