ბიზნესი
13/09/2023

"ფანტასმაგორია" სერიალებს და რეკლამებს თოჯინური ანიმაციით გადაიღებს

სოციალური საწარმო „ფანტასმაგორია“, რომელიც ამჟამად, 11 წუთიან თოჯინურ ანიმაციას იღებს, ახალგაზრდების მიღებას და მათთვის საკუთარი ცოდნის გაზიარებას გეგმავს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ სოციალური საწარმოს თანადამფუძნებელმა სოფო ჭინჭარაულმა განუცხადა, ქვეყანაში ამ მიმართულებით სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება.

„ამიტომ, ვგეგმავთ, ოქტომბრიდან ახალგაზრდების მიღება დავიწყოთ და უფრო მეტი ადამიანი ჩავრთოთ თოჯინური ანიმაციის შექმნის პროცესში. საბოლოო ჯამში, ვაპირებთ  სრულმეტრაჟიანი თოჯინური ანიმაციის შექმნას. შესაბამისად, ჩვენი გუნდი კიდევ უფრო გაიზრდება და მეტი კვალიფიციური კადრი დაგვჭირდება, ვიდრე დღეს გვყავს“, - აღნიშნა სოფო ჭინჭარაულმა.

მისივე თქმით, „ფანტასმაგორიას“ სამომავლო გეგმებში დაინტერესებული მხარეებთან თანამშრომლობა და თოჯინური ანიმაციით მუსიკალური კლიპების, სერიალების, თუ სარეკლამო ვიდეორგოლების შექმნაც შედის.

„თოჯინურ ანიმაციაზე მუშაობა ხანრძლივი და შრომატევადი პროცესია და 8 წამიანი კადრის გადაღებას, ზოგჯერ, 2 დღეც კი სჭირდება. თუმცა, არ არსებობს იდეა და ფანტაზია, რომელსაც თოჯინური ანიმაციით ვერ განახორციელებ. ამ ტექნოლოგიით შესაძლებელია ნებისმიერი რამის გადაღება მათ შორის - სერიალების, სარეკლამო ვიდეორგოლების“, - განმარტა ჭინჭარაულმა.

„ფანტასმაგორიას“ თანადამფუძნებელმა იმ ტექნოლოგიაზეც ისაუბრა, რომლითაც თოჯინები იქმნება.

„ჩვენი თოჯინები არის ბევრად უფრო გამომხატველი, მეტყველი, ცოცხალი - რადგან მათი სახეები იბეჭდება 3D პრინტერით. ეს მეთოდი ქართული ბაზრისთვის ინოვაციურია და როგორც აღმოჩნდა, არც სხვა ქვეყნებშია ფართოდ გავრცელებული. სხვათაშორის, ჩვენი თოჯინური ანიმაციით ამსტერდამში დაინტერესდნენ, სადაც ოქტომბერში „ბლენდერის“ საერთაშორისო კონფერენციაზე მიიწვიეს ჩვენი სტუდია. იქ ჩვენ მიერ გაკეთებული, 3D-ში აწყობილი იმ სახეების პრეზენტაცია შედგება, რომლებიც დავბეჭდეთ და შემდეგ ანიმაციაში გამოვიყენეთ“, - განაცხადა ჭინჭარაულმა.

ცნობისთვის, „ფანტასმაგორია“ თბილისის მერიის მხარდაჭერით დაარსდა. სოციალურ საწარმოს ტექნიკურად ევროკავშირი და CSRDG აძლიერებენ.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023