ფოტო: elements.envato
ბიზნესი
24/11/2022

FAO: მსხვილ ბიზნესს სრული წვდომა აქვს ფინანსებთან, მაგრამ არა საშუალო და წვრილ მეწარმეებს

საქართველოში მსხვილ ბიზნესს სრული წვდომა აქვს ყველანაირ ფინანსებთან, მაგრამ ჩავარდნაა საშუალო და წვრილი მეწარმეებისთვის, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია FAO-ს პროექტის კოორდინატორმა საქართველოში ხავიერ სანზ ალვარესმა განუცხადა.

მისი თქმით, ფინანსებთან წვდომა აგრარულ სექტორში მომუშავე მეწარმეებისთვის უმნიშვნელოვანესია. ფერემერებს უნდა ჰქონდეთ კრედიტთან და დაფინანსებასთან მარტივი წვდომა კომერციული ბანკების საშუალებით. განსაკუთრებით კი ქალ ფერმერებსა და ახალგაზრდებს, რომელთაც არ აქვთ საკუთებაში მიწა უზრუნველყოფის საშუალებად.

„სექტორის დაფინანსება ბანკების მხრიდან საკმაოდ დიდია, თუმცა, არ არის საკმარისი. ვხედავთ, რომ ზოგიერთი მეურნეობისთვის საკმაოდ რთულია ფინანსებთან წვდომა, მათ შორის ქალებისთვის, ახალგაზრდა ფერმებისთვის. არის სტრუქტურული პრობლემები, რომელიც დაკავშირებულია მიწის ფლობასთან. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, გავაძლიეროთი მუშაობა არამხოლოდ ფერმერებთან არამედ კომერციულ ბანკებთანაც, რათა გავამარტივოთ წვდომა ფინანსებთან ყველასთვის. საქართველოში ვხედავთ, რომ ხშირად მსხვილ ბიზნესმენს აქვს სრული წვდომა ყველანაირ ფინანსებთან, მაგრამ არის ჩავარდნა ამ მიმართულებით საშუალო და წვრილი მეწარმეებისთვის“ - აცხადებს ხავიერ სანზ ალვარესი.

მისივე თქმით, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტი პრიორიტეტულია ევროკავშირისა და FAO-ს პროგრამებისთვის.

დასრულდა ENPARD პროგრამის მე-3 ფაზა, რომელიც 350-ზე მეტ ფერმერსა და მწარმოებელს $6.2 მილიონზე მეტი გაცემული საგრანტო თანხით დაეხმარა. ასევე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში დაახლოებით $15 მილიონის პირდაპირი ინვესტიციის განხორციელებას შეუწყო ხელი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023