ბიზნესი
18/02/2023

"ფელამუშიტოს“  ჩამოსასხმელი ფელამუში კინოთეატრებშიც იყიდება

ფელამუშის თანამედროვე დესერტების მწარმოებელმა კომპანიამ „ფელამუშიტო“  ჩამოსასხმელი ცხელი ფელამუშის გაყიდვის წერტილები გააფართოვა. 

ქართული ტრადიციული დესერტი თანამედროვე სახით, უკვე Cavea-ს კინოთეატრებშიც (Cavea გალერეასა და Cavea სითი მოლი საბურთალოზე) იყიდება.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, "ფელამუშიტოს"  ჩამოსასხმელი ფელამუში, თბილისის მასშტაბით,ორი კვირაა ლაღიძის ქსელურ კაფეებშია წარმოდგენილი. პროდუქტის დაგემოვნება თბილისის მასშტაბით, სხვადასხვა Drive ობიექტებზეცაა შესაძლებელი. მანამდე პროდუქტის მირთმევა მომხმარებელს მხოლოდ კომპანიის ფილიალებში შეეძლო. 

მათივე ინფორმაციით, "ფელამუშიტო" ქართულ ტრადიციულ დესერტს მოდერნიზებული სახით - სხვადასხვა ვარიაციებით აწარმოებს. ჩამოსასხმწლი ფელამუშიტო კი კომპანიის ინოვაციაა.

შეგახსენებთ, „ფელამუშიტო“ ქართულ ბაზარზე მეორე წელია ოპერირებს და დედაქალაქის მასშტაბით რამდენიმე ფილიალითაა წარმოდგენილი. კომპანიამ“ ჩამოსასხმელი ფელამუშის წარმოება გასულ წელს დაიწყო.

„ფელამუშიტო“ მომხმარებელს კლასიკურ ფელამუშთან ერთად ისეთ მოდერნიზებულ ვარიაციებსაც სთავაზობს, როგორიცაა: ფელამუში თეთრი შოკოლადით, ყავით, კარამელით, გლინტვეინით და სხვა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023