ბიზნესი
29/01/2021

ფერო ელოის ფროდაქშენი: ელექტროენერგიის ხარჯი თვეში 350 000-დან 660 000 ლარამდე გაგვეზარდა

„ფერო ელოის ფროდაქშენს“ ელექტროენერგიის გაძვირების შემდეგ თითქმის გაორმაგებული ტარიფის გადახდა უწევს.

ფეროშანადნობების მწარმოებელ კომპანიაში აცხადებენ, რომ მათი ფუნქციონირება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, რადგან პროდუქციის თვითღირებულების დაახლოებით 40%-ს მათთვის სწორედ ელექტროენერგია წარმოადგენს. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის დირექტორი, გია ლეჟავა განმარტავს, გადაწყვეტილების მიღებამდე შესაბამის უწყებებს კონსულტაციები კერძო სექტორთან უნდა გაევლო.

„ფეროშენადნობების დარგში მოღვაწე მეწარმეები ვაღიარებთ, რომ დენი უნდა გაძვირებულიყო, მაგრამ უნდა გაძვირებულიყო თანმიმდევრულად. პარასკევს რომ მიცხადებ, ორშაბათს დენი გაგიძვირდაო, ეს ყოვლად მიუღებელია. უნდა გვქონოდა ვადა და ვიმუშავდებდით სემეკთან, პარლამენტთან, ეკონომიკის სამინისტროსთან და მერე მთავრობა გადაწყვეტდა, ასე უნდა მოქცეულიყო, თუ რაიმე შეღავათები იქნებოდა.

დენი დარგობრივად უნდა გაძვირებულიყო. ის, ვისაც პროდუქციაში ნედლეულის სახით ელექტროენერგია 5-7-10% აქვს, შეიძლებოდა ასე გაზრდა და დიდ დარტყმას არ მიიღებს. მაგრამ ისეთ კომპანიებში, როგორიც ჩვენ, მძიმე მრეწველობა, მეტალურგია და ფეროშენადნობი ვართ, დენი ნედლეულის სახით არის 35-40%. თითქოს არაფერი, 16 თეთრიდან 30 თეთრი გახდა და ამას რომ ვლაპარაკობთ მარტივია, მაგრამ ჩემი კომპანია თვეში ელექტროენერგიაში იხდიდა 340 000 - 350 000 ლარს, დღეს კი 660 000 ლარის გადახდა მიწევს. საიდან უნდა მოვიტანოთ ეს ფული?! მსოფლიო ბაზარზე არ გაძვირებულა პროდუქცია“,- განაცხადა ლეჟავამ.

ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირებამდე „ფერო ელოის ფროდაქშენი“ გაფართოებას გეგმავდა, თუმცა ახლა კომპანია მხოლოდ გადარჩენაზე ფიქრობს.

„განვითარება გვინდოდა, ჩინეთში მაქვს გადახდილი თანხები. შემოგვქონდა დანადგარები და წარმოების გაორმაგება გვსურდა. ღუმელების მონტაჟი უკვე დავიწყეთ და ახლა დავდექით დილემის წინაშე, ის მოწყობილობები სად წავიღო, არ ვიცი. რა გაორმაგებაზეა ლაპარაკი, დღეს რაც გვაქვს ის როგორ შევინარჩუნოთ, ამის გადარჩენაზეა საუბარი. ამ გადაწყვეტილებით, რაც სემეკმა გააკეთა, საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესი, ფაქტობრივად, გაანადგურა. ეს ნიშნავს ბიზნესის განადგურებას. არ შევეგუებით და ვერ შევეგუებით. თუ გვეტყვიან, რომ საქართველოში მრეწველობა არ უნდა იყოს, ჩვენც დავანებებთ თავს. ყაზახები გვეხვეწებიან, ჩამოდითო. თქვენი არც მოწყობილობა გვინდა და არც დანადგარიო. ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი წამოდით, ქარხანას მოგცემთ და ოღონდ ამუშავეთო. რა ვქნათ, ყაზახეთში წავიდეთ?!“,- თქვა გია ლეჟავამ.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023