ბიზნესი
12/10/2020

FitLab-ის სპორტულ აქსესუარებზე მოთხოვნა იზრდება

სპორტული აქსესუარების კომპანია FitLab-მა ბაზარზე ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული სავარჯიშო ხალიჩა გამოიტანა.

აქსესუარების ყველა დეტალი საქართველოში მუშავდება და ჩინეთში მზადდება, თანამშრომლობა ორ ქარხანასთან უკვე გაფორმებულია.

თეძოს სარტყელი, სახტუნაო ლახტი და სასრიალო ფირფიტები - ეს იმ ნივთების ჩამონათვალია, რომელთაც კომპანია მომხმარებელს უკვე ერთი წელია, სთავაზობს.

ახალგაზრდა ცოლ-ქმრის წამოწყებული ბიზნესის პროდუქტებზე მოთხოვნა მაღალია.

"მე და ჩემი მეუღლე, წლებია, აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობთ და ყოველდღე ვვარჯიშობთ. გამოცდილებამ დამატებითი აქსესუარების აუცილებლობაზე დაგვაფიქრა. მივხვდით, რომ გვჭირდებოდა სავარჯიშო ლატექსის ჟგუტები და სხვადასხვა წინაღობის სარტყელები. მოვიკვლიეთ და აღმოჩნდა, რომ მოთხოვნა ამ კონკრეტული აქსესუარებზე საკმაოდ დიდი იყო. მივიღეთ გადაწყვეტილება და ჩვენი მცირე დანაზოგით დავამზადებინეთ პირველი აქსესუარი, რომელიც ეკო-მეგობრული ნატურალური ლატექსისგან შეიქმნა და მოგვიანებით FitLab-ის სავიზიტო პროდუქტადაც იქცა," - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი, თამარ გელაშვილი.

მომხმარებლებს სასურველი აქსესუარის შეძენა ონლაინ მაღაზიის FitLab.ge საშუალებით შეუძლიათ. პროდუქცია ასევე განთავსებულია რამდენიმე სავაჭრო პლატფორმაზეც. პანდემიამ ბიზნესზე პოზიტიური გავლენა იქონია, გაყიდვების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ამ ეტაპზე კიდევ ერთი ახალი აქსესუარი მუშავდება, რომელიც ახლო მომავალში მომხმარებლემადეც მიაღწევს. პროდუქცია რამოდენიმეთვიან ხარისხის კონტროლს გადის ათლეტების მიერ, შემდეგ, უშუალოდ დამფუძნებლების მიერ, საბოლოო ჯამში კი მომხმარებელს ხარისხიანი, სრულყოფილი და სრულ დატვირთვაზე გათვლილი პროდუქცია ბარდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023