ბიზნესი
23/06/2020

ფიტნესდარბაზები რეგულაციების საბოლოო ვერსიის მოლოდინში არიან

ფიტნესდარბაზები კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დარგისთვის შემუშავებული რეგულაციების საბოლოო ვერსიას ელოდებიან. რეგულაციების ნაწილზე მხარეები უკვე შეთანხმდნენ, გარკვეულ საკითხებში დარგის წარმომადგენლებმა კორექტივები შეიტანეს და ის ეპიდემიოლოგებთან შეთახმდება.

როგორც "ოქტოპუს ფიტნეს" კლუბის დამფუძნებელმა „ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნა, რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია. კერძოდ, მართალია კლიენტებს სპორტ დარბაზებში პირბადით მოუწევთ შესვლა, თუმცა ვარჯიშის დროს პირბადის გამოყენება სავალდებულო არ იქნება.

ამასთან, მომხმარებლები გასახდელებითა და საშხაპეებით სარგებლობასაც შეძლებენ. ლოქერები კი ერთის გამოტოვებით დაალუქული იქნება.

გიორგი ასათიანის თქმით, ყველა სტანდარტული რეგულაცია, როგორებიცაა მაგალითად თერმოსკრინინგი, დეზობარიერების განთავსება და სანიტარული წესები ძალაში რჩება. ამასთან, ტრენაჟორები სოციალური დისტანციით განთავსება ან ერთმანეთისგან ბარიერებით გამოიყოფა.

რაც შეეხება დარგის წარმომადგენლების მიერ რეგულაციებში შეტანილ კორექტივებს, ისინი ფიტნეს კლუბებში დასაშვებ ადამიანთა რაოდენობის გაზრდას ითხოვენ. კერძოდ, თუ რეგულაციები 8 კვ მეტრზე 1 ადამიანის დაშვებას ითვალისწნებდა, ფიტნეს კლუბები კონკრეტული ფართის მოცულობის შემცირებას ითხოვენ. ამ საკითხთან დაკავშირებთ დაგეგმილია ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციები.

„ჩვენ უკვე დაახლოებით 3 თვეზე მეტია, რაც დაკეტილები ვართ. ამ პერიოდის განმავლობაში შრომის ინსპექტირების და ბიზნეს ომბუდსმენისთვის გვქონდა მიწოდებული ჩვენი რეკომენდაციები და იდეები თუ რა კუთხით შეიძლება იყოს გახსნილი ფიტნეს კლუბები, რომელთა ძალიან დიდი ნაწილი გაითვალისწინეს, შეათანხმეს ეპიდემიოლოგებთან და რეალურად გუშინდელი შეხვედრა ამის გაცნობას ემსახურებოდა. დარჩენილი იყო რამოდეიმე საკითხი, რომელთა დაზუსტებაც მოხდება უახლოეს დღეებში და სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში მოგვეცემა სამუშაოს გაგრძელების საშუალება.“ – განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ გიორგი ასათიანმა.

შეგახსენებთ, რომ ფიტნესდარბაზის, ღია და დახურული აუზის წარმომადგენლებმა საქართველოს ბიზნესომბუდსმენსა და შრომის მთავარ ინსპექტორთან გუშინ გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს და რეგულაციების სამუშაო ვერსია განიხილეს. 

 

 

ფოტო: ოკტოპუს ფიტნეს კლუბი

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023