ბიზნესი
23/11/2020

FOX-ის საახალწლო ბოქსები და ამერიკული ორცხობილები – COVID-ის დროს დაწყებული ოჯახური ბიზნესი

FOX ფოქსი ოჯახური სტარტაპია, რომელიც მომხმარებლებს საახალწლო ბოქსებს და ამერიკულ ორცხობილებს სთავაზობს. FOX–ის დამფუძნებელი მანანა ქავთარაძე ბიზნესს ოჯახის 5 წევრთან ერთად უძღვება, რომლებიც პროფესიონალი მზარეულები არიან.  

„შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, დროის უმეტეს ნაწილს სახლში ვატარებთ და თითქმის ყოველ დღე ვაცხობთ სხვადასხვა ტკბილეულს. ერთ ასეთ დღეს გაგვიჩნდა იდეა, რომ შეგვიძლია ჩვენი გამოცდილება მცირე ბიზნესად ვაქციოთ. რადგან ახალი წელი გვიახლოვდება, გადავწყვიტეთ რომ გაგვეკეთებინა საახალწლო სასაჩუქრე ბოქსები და ასე შეიქმნა „Christmas Cookies Box“, რომელიც ინოვაციური წამოწყებაა საქართველოში. ბოქსში მოთავსებულია ამერიკული ორცხობილების 4 სახეობა. ესენია: Gingerbread cookies, sugar cookies, brown sugar cookies & snowball cookies. პროექტი წამოვიწყეთ ჩვენი ხარჯებით, შევიძინეთ ორცხობილებისთვის სპეციალური ფორმები, სამზარეულოსთვის საჭირო ტექნიკა, ზოგიერთი პროდუქტი გამოვიწერეთ Amazon-იდან, რადგან გვინდა, მაქსიმალურად იყოს მიახლოებული ამერიკული ორცხობილების გემოსთან. მაგ: ჯინჯერის ორცხობილებს ვამზადებთ სპეციალური რეცეპტით, შემდეგ კი ვრთავთ Royal icing-ის სხვადასხვა ფერებით,“ – აღნიშნავს მანანა ქავთარაძე.

FOX–ის გეგმები მხოლოდ ახალ წელს არ უკავშირდება. სეზონურობიდან და თემატიკიდან გამომდინარე იქნება მრავალფეროვანი შეთავაზებები, კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე პრიორიტეტული პროდუქტი საშობაო ნამცხვრებია, მომდევნო წლისთვის კი დაგეგმილია სხვადასხვა თემატიკის სიახლეები. მაგ: სააღდგომო თემაზე, ვალენტინობის და სიყვარულის დღის და ა.შ.

“ვმუშაობთ როგორც ინდივიდუალურ, ასევე კორპორატიულ შეკვეთებზე. რამდენიმე კომპანიამ უკვე შეგვიკვეთა საახალწლო საჩუქრები თანამშრომლებისთვის და პარტნიორი კომპანიებისთვის. ასეთი შეკვეთების დროს, ყუთზე დამატებით ვაკეთებ კომპანიის სახელის და ლოგოს გრავირებას. რადგან ვმუშაობთ ონლაინ, გვეხმარება Facebook ჯგუფები, პოსტების დარეკლამება, ასევე საინფორმაციო მასალები ჩვენს შესახებ. თითოეულ ბოქსზე შეკვეთას ვიღებთ წინასწარ და შემდეგ ვამზადებთ დამკვეთის სურვილის შესაბამისად. ბოქსის იდეიდან გამომდინარე, მომხმარებლები შეკვეთებს გვაძლევენ საახალწლო დღეებისთვის,“– ამბობს FOX–ის დამფუძნებელი.

Christmas cookies box–ის ფასი შეკვეთის მიხედვით  განისაზღვრება. მუყაოს ყუთის ღირებულება იწყება 45 ლარიდან, ხის ყუთი - 55 ლარიდან, ხოლო ხის ყუთი სპეციალური გრავირებით - 60 ლარიდან. ამ ეტაპზე, მომსახურება თბილისს და მის შემოგარენს მოიცავს.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023