ბიზნესი
28/07/2020

Frontera: მთავრობამ უნდა იცოდეს, რომ ეს არ არის ნორმალური ქცევა

ნავთობმომპოვებელი კომპანია „ფრონტერა“ საქართველოს მთავრობას „მცდარი, ზიანის მომტანი და არაგულწრფელი პროპაგანდის“ შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

კომპანიამ დღეს კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ქართული მხარისგან ახალი შეტყობინება მიიღეს, სადაც ნათქვამია, რომ კვლავ შეეცდებიან ხელშეკრულების გაუქმებას და მხოლოდ "დროებით შეაჩერეს" ამ მიზნის განხორციელების მცდელობები. მაშინ როცა თანამდებობის პირები სულ სხვა განცხადებებს ავრცელებენ.

„საქართველოს მთავრობამ უნდა იცოდეს, რომ ეს არ არის ნორმალური ქცევა, როდესაც საქმე ეხება აშშ-ის კერძო სექტორის უმსხვილეს ინვესტორთან მუშაობას. ეს ნამდვილად არ არის წამახალისებელი რეკლამა ამერიკის კერძო სექტორის იმ პოტენციური ინვესტორებისთვის, რომლებიც დაშინების ამ სახალხო თეატრს უყურებენ“, - აცხადებს კომპანია.

„გასულ კვირას, 23 ივლისს, საქართველოს მთავრობამ მედიას მოულოდნელად განუცხადა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, ჩვენთან კონტრაქტი 27 ივლისს არ შეჩერებულიყო, როგორც ამას აპრილიდან იმუქრებიან. მიმდინარე კვირაში იგივე შეტყობინება გაავრცელა შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩომ, რათა გარკვეულწილად შექმნლიყო შთაბეჭდილება, რომ დიდსულოვანი გადაწყვეტილება ქონების უკანონოდ ჩამორთმევის შეჩერების შესახებ აშშ-საქართველოს პოზიტიური ურთიერთობების სახელით მიიღეს.

საქართველოს მთავრობამ მედიასა და აშშ-ს ოფიციალურ პირებს სრული ისტორიის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდა. პრემიერ-მინისტრის მიერ განცხადების გაკეთებიდან მეორე დღეს, 24 ივლისს, გამოგვიგზავნეს იურიდიული შეტყობინება, სადაც მითითებული იყო, რომ იგი კვლავ შეეცდება ჩვენი ხელშეკრულების გაუქმებას და მხოლოდ "დროებით შეაჩერებს" ამ მიზნის განხორციელების მცდელობებს.

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პრემიერ-მინისტრს და მის მთავრობას, რომ შეაჩერონ ეს გამიზნულად მცდარი, ზიანის მომტანი და არაგულწრფელი პროპაგანდა და ამის ნაცვლად, გულწრფელი დიალოგი აწარმოონ საზოგადოებასთან, აშშ-ს ოფიციალურ პირებთან და ჩვენს კომპანიასთან უშუალოდ იმუშაონ, რათა ამ გზით ხელი შეუწყონ პარტნიორობის ჭეშმარიტი სულისკვეთების განვითარებას. გვინდა კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ ჩვენი ხელშეკრულების 27 ივლისს ან სხვა დღეს ცალმხრივად გაუქმების არანაირი საფუძველი არასდროს არსებულა. მიმდინარე წლის აპრილიდან საქართველოს მთავრობასთან შეხვედრა არაერთხელ გვითხოვია და ამ თხოვნაზე ან უარი მიგვიღია, ან უგულვებელყოფა.

ახლა, მას შემდეგ, რაც მაღალი თანამდებობის პირები ჩვენს კომპანიასთან შეხვედრის მცდელობის გარეშე აკეთებენ საჯარო განცხადებებს, ჩვენ მშვიდად გვიგზავნიან სრულიად საწინააღმდეგო შეტყობინებას იმისთვის, რომ ჩვენი ბიზნესის დაშინება განაგრძონ. საქართველოს მთავრობამ უნდა იცოდეს, რომ ეს არ არის ნორმალური ქცევა, როდესაც საქმე ეხება აშშ-ის კერძო სექტორის უმსხვილეს ინვესტორთან მუშაობას. ეს ნამდვილად არ არის წამახალისებელი რეკლამა ამერიკის კერძო სექტორის იმ პოტენციური ინვესტორებისთვის, რომლებიც დაშინების ამ სახალხო თეატრს უყურებენ.

სპექტაკლი, რომელიც დასრულდა ცილისმწამებლური მედიაკამპანიით, რომელიც ემსახურებოდა ჩვენი კომპანიის დაცინვას და ჩვენს საქმიანობასთან დაკავშირებით ყალბი განცხადებების გავრცელებას. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაიცვას საარბიტრაჟო სასამართლოს ბოლოდროინდელი განჩინება, პატივი სცეს ჩვენი ხელშეკრულების პირობებს, გამართოს ჩვენთან კონსტრუქციული შეხვედრა და მოგვცეს გარანტია, რომ მუშაობის გაგრძელებას საფრთხეების, დაშინებისა და ახალი პირობების გარეშე შევძლებთ,“-  ნათქვამია კომპანიის გავრცელებულ განცხადებაში.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023