ბიზნესი
24/02/2023

გაერომ თამაშის შექმნა ქართულ კომპანიას დაუკვეთა - რას წარმოადგენს "პერსონა“

ქართველების მიერ შექმნილი სამაგიდო თამაშებით სულ უფრო მეტი უცხოური კომპანია, ცნობილი საერთაშორისო ორგანიზაცია, თუ სამაგიდო თამაშების საერთაშორისო ექსპერტი ინტერესდება. ორგანიზაციებს შორის არიან ისეთებიც, როგორიც - მაგალითად გაეროა.

სამაგიდო თამაში სახელად „პერსონა“ უკვე მზად არის და სავარაუდოდ, ის საქართველოშიც უახლოეს პერიოდში გაიყიდება. სამაგიდო თამაში კომპანია „ბიჯი ერა გეიმსმა“ შექმნა.

როგორც  „ბიზნესპარტნიორს“ თამაშის შემქმნელი კომპანიის თანადამფუძნებელმა ნიკა ნადირაძემ განუცხადა, ქართული სამაგიდო თამაშები თავისი ვიზუალით დაწყებული, თამაშის მექანიკით დასრულებული, უცხოელი მყიდველისთვის უცხოა და სწორედ ამ მახასიათებლებით შეუძლია ქართულ სამაგიდო თამაშებს საზღვრებს გარეთ პოპულარობა მოიპოვოს და უცხოურ ანალოგებთან კონკურენციაში შევიდეს.

„გაეროს მოსახლეობის ფონდის დაკვეთით უკვე დავასრულეთ მუშაობა სოციალურ-დედუქციურ სამაგიდო თამაშზე, რომელიც სოციალურ პრობლემებს ეხმაურება. გარდა ამისა, არის ძალიან სახალისოც. ის უკვე გამოვეცით, დავტესტეთ და ძალიან მოეწონათ გაეროს მოსახლეობის ფონდში. რამდენიმე საერთაშორისო გამოფენაზეც კი წაიღეს და ჩვენმა თამაშმა უცხოელი მყიდველების დიდი ინტერესი გამოიწვია. იმედი გვაქვს, რომ მალე ამ თამაშს საქართველოშიც დაბეჭდავენ“, - აღნიშნა ნიკა ნადირაძემ.

მისივე ინფორმაციით, საერთაშორისო ბაზრების გარდა, ქართული სამაგიდო თამაშების ცნობადობა და გაყიდვების მაჩვენებელი მზარდია საქართველოშიც.

„ბიჯი ერა გეიმსს“ კორპორაციული შეკვეთებიც აქვს და ის, სხვადასხვა კომპანიისთვის მათზე მორგებულ სამაგიდო თამაშს ქმნის.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023