ბიზნესი
31/03/2021

გაიზრდება თუ არა ფასები მედიკამენტებზე – "პეესპეს" განმარტება

ბოლო დღეების განმავლობაში ლარის კურსი მკვეთრად უფასურდება. ფასების შესაძლო გადახედვაზე უკვე საუბრობენ რითეილ სექტორში. რას გეგმავენ ფარმაცევტული კომპანიები  და უნდა ველოდოთ თუ არა  ფასების ზრდას?

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ფარმაცევტული კომპანია „პეესპეში“  განუცხადეს, კომპანია ამ ეტაპზე ინარჩუნებს ძველ ფასებს და აქტიურად ეკონტაქტება მომწოდებლებს ფასების კორექციაზე.

„ვცდილობთ, მაქსიმალურად ნაკლებად აისახოს სამომხმარებლო ფასზე ცვლილება, რომლის კორექტირებაც ლარის კურსის ამ ტემპით გაუფასურების შედეგად სავარაუდოდ მოგვიწევს,“ - აცხადებენ „პეესპეში“.

შეგახსენებთ, ლარი ბოლო პერიოდში უფასურდება. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.3850-ით დაიწყო, 12:30 საათისთვის 1 დოლარი 3.4542-ის ნიშნულზეა. ოფიციალური კურსი 30 მარტის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი 3.4118 ლარი გახდა.

შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.5200 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.3900 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის  ყიდვა 3.4100 ლარადაა შესაძლებელი, მისი გაყიდვა კი 3.4900 ლარად.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023