ბიზნესი
28/10/2021

გაკოტრების ახალ კანონს ბიზნესი უფრთხის

გადახდისუუნარობის ახალი კანონი 6 თვეა ძალაშია, თუმცა, ბიზნესის მიმართვიანობა საკმაოდ დაბალია. ამ დროისთვის, მხოლოდ 5 საქმეა გახსნილი, აქედან სამი გაკოტრების, ხოლო ორი რეაბილიტაციის საქმეა.

სპეციალისტების შეფასებით, ბიზნესი სიფრთხილით ეკიდება და ახალი მექანიზმების პრაქტიკაში გამოყენებას არ ჩქარობს.

„ეს არის ძალიან საინტერესო კანონი და კარგ პრაქტიკას გვაჩვენებს ბევრ საკითხთან მიმართებაში. თუმცა, სამწუხარო ის არის, რომ ბიზნესისთვის არ არის კარგად ცნობლი ამ მექანიზმის შესახებ. ასევე გარკვეული სიფრთხილეა ახალი კანონის მიმართ და ელოდენიან როგორ იქნება პრაქტიკაში დანერგილი. ალბათ, ეს 6 თვე ამიტომაც იყო ნაკლები აქტიურობა - ყველა უფრთხოდა ყოფილიყო პირველი და გაეკვალა გზა. რასაც ვხედავ, ჩემი პირადი მაგალითით, კანონი მართლა კარგად მუშაობს. ჯერ კიდევ ძალიან დიდი სტიგმაა საზოგადოებაში გაკოტრების საქმეში შესვლასთან დაკავშირებით და ამ საკითხზე USAID-სთან ერთად ვმუშაობთ ცნობადობის გაზრდაზე,“ - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ ბიზნესის გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ნანა ამისულაშვილმა.

ახალი კანონი, რომლმაც ქვეყანაში გაკოტრების პროცედურა ფაქტობრივად, სრულად შეიცვალა, 1 აპრილიდან ამოქმედდა. კანონმდებლობაზე მუშაობა წლების განმავლობაში მიმდინარეობდა. ცვლილებების მიზანი პროცესის ეფექტიანობის გაზრდა და საწარმოთა რეაბილიტაციის მაჩვენებელბის ზრდა იყო.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023