ბიზნესი
27/08/2021

"გალერია თბილისმა" 2020 წელი ₾49.6 მლნ-იანი ზარალით დაასრულა

„გალერია თბილისმა“ 2020 წელი 49.6 მილიონიანი ზარალით დაასრულა.

ბიძინა ივანიშვილის მფლობელობაში არსებული კომპანიის კონსოლიდირებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ პანდემიურ წელს ამონაგები თითქმის განახევრდა.

მენეჯმენტის ცნობით, პანდემიის გამო მოლი რამდენიმე თვე დახურული იყო. აპრილში, მაისსა და დეკემბერში, როდესაც მოლი დახურული იყო ოთხი მოიჯარის გარდა, მოიჯარეებს არ დარიცხვიათ ქირის და მომსახურების ხარჯები. ამ ნაბიჯმა კი ამონაგების მნიშვნელოვნად შემცირება გამოიწვია - წლიური შემოსავალი 34 მლნ-დან  19.55 მლნ-მდე.   

საოპერაციო მოგება 16.1 მლნ-დან 3.4 მლნ ლარამდე იყო შემცირებული.

2020 წელს გალერიაში 131 მაღაზია ფუნქციონირებდა, 2-ით ნაკლები 2019 წელთან შედარებით.

2020 წლის 31 დეკემბერს კომპანიას სრულად ფლობდა შპს „გალერია ჰოლდინგი“. კომპანიის  საბოლოო მფლობელი კაიმანის კუნძულებზე რეგისტრირებული GCF LP -ია.

BDO-ს შეფასებით საინვესტიციო ქონების, რეალური ღირებულებაა/ 31/12/2020

  • სავაჭრო ცენტრი - $96.948 მლნ
  • სასტუმრო - $5.568 მლნ
  • ოფის 1 – $5.630 მლნ
  • ოფის 2 – $2.778 მლნ

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023