ბიზნესი
10/10/2023

Galt & Taggart: ბინების გაყიდვები ვაშლიჯვარში 55%-ით, მთაწმინდაზე - 50%-ით შემცირდა

2023 წლის სექტემბერში თბილისში 3,314 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 21.5% და თვიურად 6.7%-იანი კლებაა, - ამის შესახებ  Galt & Taggart-ის 2023 წლის სექტემბრის მიმოხილვაშია აღნიშნული. 

„წლიური კლების ძირითადი მიზეზი წინა წლის რეკორდულად მაღალი ბაზაა. სექტემბერში, წინა თვეების მსგავსად, ყველაზე მცირედით პირველადი ბაზრის (დეველოპერების) ბინების გაყიდვებმა იკლო (-8.2% წ/წ).

ამასთან, მეორად ბაზარზე ახალი და ძველი პროექტების გაყიდვები წლიურად 29.0%-ით შემცირდა. როგორც წინა კვლევაში აღვნიშნეთ, მეორად ბაზარზე გაყიდვების მნიშვნელოვანი კლება ქირის ბაზრის მიმზიდველობის შემცირებაზე მიუთითებს“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

2023 წლის სექტემბერში დიდი დიღმის (+6.9% წ/წ) და ჩუღურეთის (+16.1% წ/წ) გარდა გაყიდვები ყველა უბანში შემცირდა. ამასთან, ეს შემცირება ყველაზე მძაფრი ცენტრალურ რაიონებში იყო (-32.4% წ/წ), ხოლო ფართო ცენტრსა და გარეუბნებში შედარებით მცირე კლება დაფიქსირდა, -20.4% წ/წ და -7.6% წ/წ, შესაბამისად.

ბაზრის სხვა ძირითადი მახასიათებლები უცვლელი დარჩა - გაყიდვებში საშუალო ზომის ბინების (51-80 მ2) მუდმივი დომინირება და საშუალო/მაღალი კლასის სეგმენტების ($801 - 1,800) წილის ზრდა, რაც გამოწვეულია მზარდი ფასებით.

ამავე მიმოხილვის მიხედვით, 2023 წლის სექტემბერში პირველადი ბაზრის ფასების ზრდა გაგრძელდა. ამასთან, მეორადი ბაზრის ახალი
პროექტების ფასები წინა თვეებში კლების შემდეგ სექტემბერში ისევ გაიზარდა. მნიშვნელოვანია, რომ დეველოპერების (პირველადი ბაზარი) საშუალო ფასების ყველაზე მაღალი წლიური ზრდა დაფიქსირდა დიდუბეში (+42.0% წ/წ), რაც გამოწვეულია პრემიუმ
კლასის პროექტების რაოდენობის ზრდით ამ უბანში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023