ბიზნესი
28/09/2020

გამკაცრებული რეგულაციების შედეგი - BAG-ი RS-ის მიერ აღურიცხავი საწვავის შემოტანის აღკვეთის ფაქტებზე

სახელმწიფოსა და ბიზნესის კონსტრუქციული და ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგად მიღებულ რეგულაციებს და გატარებულ ღონისძიებებს ეტაპობრივად მოაქვს  შედეგი, - აცხადებენ საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში (BAG). 

"მივესალმებით, უკანასკნელ პერიოდში, შემოსავლების სამსახურის მიერ აღურიცხავი საწვავის შემოტანის აღკვეთის ფაქტებს. აღნიშნული ხელს უწყობს როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტისა და დისტრიბუციის სფეროში ჯანსაღი და სამართლიანი გარემოს დანერგვას, ასევე საბიუჯეტო შემოსავლების ზრდას.

უფრო მეტიც, მიუხედავად პანდემიისა, 2020 წლის პირველ 8 (რვა) თვეში, დიზელის საწვავის იმპორტის ზრდამ 15,2% შეადგინა. არსებული ვითარების ფონზე, როდესაც ზოგადად შემცირებულია ეკონომიკური აქტივობა, იმპორტის ზრდა მნიშვნელოვანწილად  სწორედ ახალი რეგულაციების შემოღებისა და ფისკალური დისციპლინის გამკაცრების შედეგია.

იმედი გვაქვს, რომ ერთობლივი ძალისხმევით, უახლოეს მომავალში სრულად აღიკვეთება ქვეყანაში აღურიცხავი და უხარისხო პროდუქტის მიმოქცევა, რაც ნებისმიერი ნორმალური და კეთილსინდისიერი ხელისუფლებისა  და ბიზნესის  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ძირითადი ამოცანაა.

ზოგადად, მიგვაჩნია, რომ  ბოლო პერიოდში სხვადასხვა მიმართულებით სახელმწიფოსა და ბიზნესის ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის შედეგად  განხორციელებული  საკანონმდებლო თუ სხვა ცვლილებები, მათი  შესაბამისი აღსრულების პირობებში, გარანტირებულად შექმნის სამართლიან და კონკურენტულ  ბიზნესგარემოს და უზრუნველყოფს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორების შემდგომ განვითარებას", - ნათქვამია BAG-ის განცხადებაში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023