ბიზნესი
27/08/2020

გამკაცრებულმა რეგულაციებმა და ადმინისტრირებამ დაგვანახა სანავთობო ინდუსტრიაში პრობლემების მასშტაბი - BAG

განხორციელებული ცვლილებებისა და გამკაცრებული რეგულაციების შედეგად სანავთობო ინდუსტრიაში პოზიტიური დინამიკა შეიმჩნევა, კერძოდ, როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობისა და გაზის კომიტეტში აცხადებენ, 2020 წლის შვიდი თვის მონაცემების თანახმად, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 11%-თ გაიზარდა დიზელის საწვავის იმპორტი, რაც ცალსახად მიუთითებს ადმინისტრირების კუთხით გატარებული ღონისძიებების ეფექტურობაზე.

მნიშვნელოვანია, რომ იმპორტის ზრდა ფიქსირდება პანდემიის გამო ქვეყნის ეკონომიკაში შექმნილი პრობლემების ფონზე, როდესაც საგრძნობლადაა შენელებული ბიზნეს ოპერატორების აქტივობა. აღსანიშნავია, რომ ბენზინის იმპორტის კუთხით, ანალოგიურ პერიოდში, შარშანდელთან შედარებით 1,4%-იანი კლებაა, რისი მიზეზიც სწორედ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური რეცესიაა. დიზელის იმპორტის ზრდა კი პირდაპირ მიუთითებს და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ პრობლემების მასშტაბზე, რომელიც არსებობდა ინდუსტრიაში და 2018-2019 წლებში გამოვლინდა დღგ-სთან დაკავშირებული მანიპულაციებისა თუ აღურიცხავი საწვავის სახით.

„საკანონმდებლო ცვლილებებით, ნორმატიული აქტების გამოცემითა და ეფექტური ადმინისტრირებით მიღწეული შედეგები პირდაპირ კავშირშია კეთილსინდისიერი ბიზნესის განვითარებასთან, კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებასთან და, რაც მთავარია, გაზრდილ საბიუჯეტო შემოსავლებთან“ - აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობისა და გაზის კომიტეტის ხელმძღვანელი შავლეგ მიშველაძე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023