ბიზნესი
12/11/2020

"განვითარებაზე კი არა, გადარჩენაზე ვფიქრობთ" - ბიზნესი ბეწვის ხიდზე

გადასახადის გადამხდელთა კავშირის პრეზიდენტის შეფასებით, მიმდინარე პოლიტიკური არასტაბილურობისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე ადგილობრივი ბიზნესები არა განვითარებაზე, არამედ გადარჩენაზე ფიქრობენ.

„ჩვენი, ადგილობრივი ბიზნესმენების თავგანწირვისა და შეძლების ხარისხი მართლაც დასაფასებელია. მით უმეტეს, იმ პირობებში, რა პირობებშიც ჩვენ წლების განმავლობაში გვიწევს მუშაობა. მუდმივი გაურკვევლობა, ეროვნული ვალუტის მუდმივი დევალვაცია, ეკონომიკური კრიზისის ფონზე და წკიპზე სიარული. მაინც ვახერხებთ ჩვენი საქმიანობის არა თუ შენარჩუნებას, არამედ ნაბიჯ-ნაბიჯ განვითარებას და წინ წაწევას. მაგრამ ამ ვითარებაში განვითარებაზე კი არ ვსაუბრობთ და გადარჩენაზე ვფიქრობთ. ეს გადარჩენა ნიშნავს, რომ როგორმე შევიმუშაოთ არსებული აქტივობის დონე იმისთვის, რომ არ შევამციროთ სამუშაო ადგილები, არ გავუშვათ ხალხი სახლში, დარჩენილებს დრამატულად არ შევუმციროთ ხელფასები. ამას რომ ვახერხებთ, ეს უკვე გმირობის ტოლფასია. ამ სიტუაციაში კიდევ პოლიტიკოსების მხრიდან პოლიტიკური არასტაბილურობის დამატება, რომელიც პირდაპირ მოქმედებს ეკონომიკურ გარემოზე, სრულებით წარმოუდგენელი უპახუსისმგებლობაა, რომელსაც ბიზნესი ვერ მიიღებს, ვერ დაეთანხმება და ვერ მოახერხებს მსგავს რეალობასთან შეგუებას. ბიზნესსა და ეკონომიკას სხვა კანონები აქვს“,- განაცხადა რატიშვილმა.

მისივე თქმით, პროცესებში ჩართული ყველა მხარე უნდა იაზრებდეს, რამხელა ზიანს აყენებს ქვეყნის ეკონომიკას.

„ეს ღრმა თემაა. აქ შემოდის კანონმდებლობის საკითხებისა და მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხები. ეს მარტო დღევანდელი დღის ამბავი არ არის, თუმცა ის, რაც ახლა ხდება ისედაც განადგურებული და ლამის კოლაფსის პირას მყოფი ეკონომიკისთვის კიდევ დამატებით ერთი დიდი ლოდის სროლაა. ძალიან სერიოზულ საკითხებზეა საუბარი. ყველას, ოპოზიციასაც და ხელისუფლებასაც უდიდესი პასუხისმგებლობა მოეთხოვება. ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა აკისრია. ასე არ არის. ეს პროცესი უნდა დამშვიდდეს, დაწყნარდეს გადავიდეს კანონიერ კალაპოტში. სასამართლოს სახით, საარჩევნო ადმინისტრაციების საჩივრების განხილვის სახით და შემდეგ უნდა მიიღონ კვალიფიციური და პროფესიონალური გადაწყვეყტილება, რა სჭირდება ქვეყანას, რა არის კანონიერი და შესაბამისად, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იმისთვის, რომ არ ჩავვარდეთ კოლაფსში. ახლოს ვართ ამასთან. ეს ყველამ ძალიან კარგად უდნა გაიაზროს. ასეთი გზით არსაით არ მივდივართ. როგორც „მონანიების“ ცნობილი პერსონაჟი ამბობს, ეს გზა ტაძრამდე არ მიგვიყვანს. იმის იმედი მაქვს, რომ ეს კრიზისი მალე დასრულდება“,- თქვა გაერთიანების პრეზიდენტმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023