ბიზნესი
02/11/2020

გაყიდვები არ შემცირებულა, რეალობაზე ადაპტირება შევძელით - Meko's Handmade Accessories

Meko's Handmade Accessories-მა პანდემიით გამოწვეულ რეალობიდან გამომდინარე ადაპტირება ადვილად შეძლო. კომპანია მომხმარებლებს ხელნაკეთ, სასაჩუქრე დეკორატიულ ნივთებს სთავაზობს, რომელსაც კომპანიის დამფუძნებელი და დიზაინერი მეკო კეთილაძე თავად ქმნის.  

„სხვადასხვა ნივთს ვამზადებ. ეს სასაჩუქრე აქსესუარები განსაკუთრებით აქტუალურია სადღესასწაულო დღეებში. ნაძვის ხეები, ნაძვის ხის სათამაშოები, სააღდგომო აქსესუარები და ჩემი ცნობილი “ყვავილებიანი ჩაიდნები”, რომლებიც ონლაინ სივრცეში ძალიან პოპულარულია. მაქვს ჩემი ხელწერა და ვცდილობ ახალ-ახალი იდეები შევთავაზო მომხმარებელს. დავიწყე დეკორატიული თაროების, გასაღებების საკიდებისა და სხვადასხვა ნივთის დამზადება. პანდემიის დროს ბევრი ნამუშევარი დამიგროვდა. თავდაპირველად ძალიან გამიჭირდა, თუმცა  ნელ-ნელ მოვახერხე ადაპტირება. ონლაინ პლატფორმის საშუალებით გაყიდვები არ შემცირებულა,“– აღნიშნავს მეკო კეთილაძე.

Meko's handmade–ის წარმომადგენლის თქმით, ემიგრანტები ბრენდის აქტიური მომხმარებლები არიან, რომლებთანაც პანდემიის გამო პრობლემა არ შექმნილა.

„ჩემი ნივთები გათვლილია ყველა ტიპის მომხმარებელზე, ვისაც უყვარს და მოსწონს ხელნაკეთი ნივთები. გაყიდვების სტიმულირებისათვის საკურიერო მომსახურეობა უფასო გავხადეთ. ჯერჯერობით მაღაზია და საამქრო არ მაქვს. სახლიდან ვმუშაობ. რაც შეეხება მასალებს, ვიყენებ ბაზარზე არსებულ პროდუქტებს, რომლებიც ხელმისაწვდომი, ხარისხიანი და ეკოლოგიურად სუფთაა. ნივთების დამზადება შრომატევადია და რამდენიმე საფეხურს გადის მომხმარებლამდე, ხის დამუშავება, შეღებვა, დაძველების ეფექტის მიღება და ა. შ.“– ამბობს Meko's handmade–ის დამფუძნებელი.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023