ბიზნესი
10/12/2020

“გარკვეულ დარგებს პროდუქცია შეიძლება სერიოზულად გაუძვირდეს“ - ლევან სილაგავა

7 ბიზნესასოციაცია გაზის კომერციული ტარიფის მატებასთან დაკავშირებით „თბილისი ენერჯისთან“ შეხვედრას ითხოვს. საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის ხელმძღვანელი, ლევან სილაგავა „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, რომ გაერთიანებებისთვის კომპანიის გადაწყვეტილება გაუგებარია. ასოციაციები კომპრომისული გზის პოვნას ცდილობენ ამ პროცესში კი მოდერატორის როლის მორგებას მთავრობას სთხოვენ.

„ის შეზღუდული რაოდენობის წარმოება, რომელიც ადგილობრივ ბაზარზეა, ძალიან არის დამოკიდებული ენერგომატარებელზე და ძირითადად დამოკიდებულია გაზის ტარიფებზე. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება მთლიანად აისახება მათ მიერ გამოშვებულ პროდუქციაზე, რაც თავისთავად პროდუქციის გაძვირებას გამოიწვევს. ჩვენთვის გასაგებია, რომ ის კერძო კომპანიაა, მაგრამ ტარიფებს სემეკი ამტკიცებს და შემდეგ არის ეს ყველაფერი გასაკეთებელი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ეს ყველაფერი სწორად დაითვალოს. ყველაზე უფრო რთული ის არის, რომ გაძვირების შედეგად ბიზნესი პროგნოზებს ვერ აკეთებს.

უმნიშვნელოვანესია, რომ ეს გაძვირების თემა ჯერ დაყენებული, შემდეგ განხილული ყოფილიყო. ამის შემდეგ კი ის ბიზნესები, რომელთაც ცვლილება შეეხებათ ამისთვის მოემზადებოდნენ, გადაეწყობოდნენ და ამის მერე დაალაგებდნენ შემდგომ სტრატეგიას, იგივე პროდუქციის გამოშვებისა და გაყიდვების. აქ დაირღვა პრინციპი, რომელიც არის განჭვრეტადობა. ასევე დაირღვა პრინციპი, როდესაც ვერ ახდენ რეაგირებას და მყისიერად გიწევს გადაწყობა. ეს სერიოზული პრობლემაა პროდუქციის გამოშვების თემაში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ვითარებაში მთავრობა ჩაერთოს. გასაგებია, რომ აქ პირდაპირი ზემოქმედების ბერკეტი არ არის, რადგან საქმე კერძო კომპანიას ეხება, საჭიროა მოლაპარაკების პროცესი. გარკვეულ დარგებს პროდუქცია შეიძლება სერიოზულად გაუძვირდეს. შესაძლებელია გარკვეული კომპრომისების მიღწევა. ეს არის ჩვენი მოთხოვნა. ვიცით, რომ მთლიანად კერძო სექტორი რთული რეალობის წინაშეა, მათ შორის, „თბილისი ენერჯიც“, თუმცა შესაძლებელია კომპრომისის მიღწევა. გვსურს, რომ ამ პროცესში მოდერატორად მთავრობა იყოს ჩართული“,- ამბობს სილაგავა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023