ბიზნესი
10/09/2020

გაუქმებული ღონისძიებები და რესტორნები დახურვის საფრთხის წინაშე

სარესტორნო ბიზნესს დაგეგმილი ღონისძიებების აბსოლუტური უმრავლესობა გაუუქმდა. რესტორატორთა ასოციაციის  ინფორმაციით,  დაწესებული შეზღუდვების შემდეგ,  ქვეყნის მასშტაბით კვების ობიექტების 60%-მა ოპერირების გაგრძელება ისედაც ვერ  მოახერხა. 

ასოციაციაში ელიან, რომ  სარიტუალო ღონისძიებების აკრძალვის გამო, კიდევ არაერთი რესტორანი დადგება დახურვის საფრთხის წინაშე. 

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე "ბიზნესპარტნიორთან" ამბობს, რომ რესტორნების 50-60% ისედაც დაუხურულია, ამ რეალობაში კი პრობლემები არათუ გახუთმაგდება, არამედ გაასმაგდება. "ამ ახალი რეგულაციების გამო რესტორნები დაიკეტება, უბრალოდ ვერ განაგრძობენ ფუნქციონირებას", - აცხადებს ბურჯანაძე.

შეგახსენებთ, რომ ხვალიდან ქორწილები, ქელეხები, იუბილეები და სხვა სარიტუალო ღონისძიებები იკრძალება. გადაწყვეტილება მთავრობამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გუშინ მიიღო.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023