ბიზნესი
26/12/2022

გავაქტიურდით ახალ ბაზრებზე, სადაც გვიწევს ქართული ღვინის ხარისხის, ჩვენი ისტორიის დამტკიცება - ნუცა აბრამიშვილი

აშშ, ევროპის რამდენიმე ქვეყანა და აზია - კომპანია Schuchmann Wines 2023 წლისთვის ახალი საექსპორტო მიმართულებების დამატებაზე მუშაობს. კომპანიის გენერალური დირექტორი ნუცა აბრამიშვილი ამბობს, რომ Schuchmann Wines მიჰყვება თავის სტრატეგიას და ბაზრების დივერსიფიცირებას აგრძელებს.

„ბოლო 2 წლის განმავლობაში, როდესაც ჩვენ ვნახეთ პანდემია როგორც ეკონომიკური გამოწვევა,  გავაქტიურდით სხვა ბაზრებზე, დავიწყეთ აქტიური მოლაპარაკებები და იქ სხვადასხვა მეთოდით გვიწევს ქართული ღვინის ხარისხის, ჩვენი ისტორიის დამტკიცება და ქართული ღვინის წარმოჩენა, როგორც უკონკურენტო პროდუქტის“, - უყვება აბრამიშვილი „ბიზნესპარტნიორს“.

Schuchmann Wines-ის გენერალური დირექტორი 2022 წელსაც აჯამებს და ამბობს, რომ მიმდინარე წელი მისი კომპანიისთვის საკმაოდ წარმატებული იყო. „წელს გაყიდვების მაჩვენებლით დავეწიეთ და გავუთანაბრდით პანდემიამდელ, ანუ 2019 წლის მაჩვენებლებს. მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, კერძოდ, რუსეთ-უკრაინის ომის გამო დაწესებული შეზღუდვებისა, პანდემიის გამო, ამ ეტაპზე ჩინეთში შეჩერებული გადატვირთებისა - 2022 წელი მაინც წარმატებით ჩავხურეთ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ საკმაოდ პატარა მასშტაბით ვახორციელებდით ვაჭრობას უკრაინასთან და რუსეთთან, რის გამოც, მიმდინარე მოვლენების გავლენა ჩვენს კომპანიაზე მასშტაბური არ ყოფილა. დივერსიფიცირებული ბაზრების პოლიტიკა, რომელიც კომპანიამ დაისახა, მას მივყვებით“, - დასძინა ნუცა აბრამიშვილმა.

Schuchmann Wines-ის გენერალური დირექტორი ღვინის ფასებთან დაკავშირებით პროგნოზსაც აკეთებს და არ გამორიცხავს, რომ თუ მაღალი მოთხოვნა იქნება, მომავალი წლიდან, საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინო გაძვირდეს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023